,,ერთი პარანოიითაა შეპყრობილი… მეორე უგრძნობი ფსიქოპათია…” – რას წერს ლევან ღამბაშიძე?

ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე სოციალურ ქსელში წერს:
,,ერთი პარანოიითაა შეპყრობილი; სახლიდან არ გამოდის; ყველაფრის ფული აქვს და ქვეყანას ვერ ტოვებს; თუ რამე აინტერესებს, სანახავად კი არ მიდის, აქეთ ეზიდება ყველაფერს; ისე ეშინია სიკვდილის, რომ ზღუდედ ქვეყნის მთელი მოსახლეობა შემოირტყა, მთელი ძალოვანები დაიქვემდებარა და ბუნკერშია გამააგრებული; ყველაში მტერს ხედავს და თითო გაფაჩუნება გულს უხეთქავს…
მეორე უგრძნობი ფსიქოპათია; ემპათია არ გააჩნია; ადამიანურ ემოციებს თამაშობს, ოდნავ მაინც რომ შეძლოს საზოგადოებაში ადამიანად წარმოჩენა; თანაგრძნობა ადამიანის ნაკლი ჰგონია; სხვისი წამებით და დამცირებით სიამოვნებას იღებს, ხოლო საკუთარ დანიშნულებას იმ პირველისათვის ძალაუფლების შენარჩუნებაში ხედავს.
ამ ორი ადამიანის მიერ მართულ ქვეყანაში თავს უსაფრთხოდ გრძნობთ და გჯერათ, რომ ყველაფერი კარგად იქნება?”

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას ყოფილი მეუღლე – გარდაიცვალა, მაგრამ არ მოკლეს! – ნამდვილი მეგობრები არ ჰყავდა და რაც ახლა ხდება, ამის დასტურია, ამბობდა, რომ არ ენდობოდა მათ, ვისთანაც მუშაობდა – რაც შეეხება დაკავებულს, ვიცნობ და ვიცი, დაურს მასთან არაფერი ჰქონია

აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას ყოფილი მეუღლე ნინო ცხოვრებაძე ტელეგრამ-არხზე ემოციურ მიმართვას ავრცელებს და საზოგადოებას დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს