სალომე ზურაბიშვილი: გერმანიის ახალბედა ელჩს არც დიპლომატია უჩანს, არც ღირსება, ის ვერაფერს პასუხობს კობახიძის სამარცხვინო სიტყვებზე

“გერმანიის ახალბედა ელჩს არც დიპლომატია უჩანს, არც ღირსება, ის ვერაფერს პასუხობს კობახიძის სამარცხვინო სიტყვებზე” – ასე ეხმაურება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი,  ალექსანდრე კარტოზიას დუმილს.

  • გერმანიაში საქართველოს ახალი ელჩმა, ალექსანდრე კარტოზიამ დღეს არ უპასუხა კითხვას, რას ფიქრობს ირაკლი კობახიძის  განცხადებაზე, რომელმაც თქვა, რომ ევროპა დღეს ჰიტლერის ერთ-ერთი თანამებრძოლის, პაულ იოზეფ გებელსის იდეოლოგიით იმართება.

როგორც ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, ალექსანდრე კარტოზიამ გებელსის ევროპის ერთ-ერთ სახედ მითითებაზე იმიტომ ვერაფერი თქვა, რომ “ოცნების” განაწყენება არ უნდოდა –  ” მას მხოლოდ საკუთარი ახლად დამკვიდრებული ადგილის შენარჩუნების მძლავრი სურვილი უჩანს, ვაი ისეთი რამე არ წამომცდესო”.

როგორი ელჩი უნდა იყოს ადამიანი, რომელმაც სიცოცხლის დიდი ნაწილი გერმანულ კულტურას მიუძღვნა, წლები გერმანიაში იცხოვრა, ამ ქვეყნიდან მხოლოდ პატივისცემა და დაფასება მიიღო, ალბათ ბევრი მეგობარიც გაიჩინა, რომელსაც განათლება არ აკლია და ზრდილობა არ უნდა ეშლებოდეს…. ამ ახალბედა ელჩმა, კითხვაზე, თუ რას ფიქრობს პრემიერის სამარცხვინო სიტყვებზე – გებელსის ევროპის ერთ-ერთ სახედ მითითებაზე  ვერაფერს ვერ პასუხოვს.
არც დიპლომატია უჩანს, არც ღირსება … მხოლოდ საკუთარი ახლად დამკვიდრებული ადგილის შენარჩუნების მძლავრი სურვილი. ვაი ისეთი რამე არ წამომცდეს, რაც შეიძლება ჩემს ახალ პატრონებს კრიტიკად მოეჩვენოთო – იკითხებოდა მის უხერხულ დუმილსა და მოძრაობაში.
მონობა ასეთი დუმილით იწყება და ღირსება კი აქვე თავდება!@ალექსანდრეკარტიზია”, – წერს სალომე ზურაბიშვილი. 

ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ევროპასა და გებელსის პერიოდის ევროპას შორის ტოლობის ნიშანი დასვა და  ადმინისტრაციაში დღეს გამართულ ბრიფინგზე ირწმუნებოდა, რომ ევროპაში დღეს 80 წლის წინანდელი, გებელსისეული პროპაგანდაა გაბატონებული – “ევროპა, როგორც ასეთი, არ არის პანაცეა, ევროპა იყო ბატონი გებელსიც, რომელიც ასეთი ტიპის პროპაგანდით გამოირჩეოდა”.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ