ბუნებრივ აირზე თურქეთის ენერგოპოლიტიკა რუსეთისთვის ბაზრის დაკარგვის საფრთხეს ქმნის – Reuters

გამოცემა Reuters-ის ინფორმაციით, თურქეთმა შესაძლოა, 2028 წლის ბოლომდე მოახერხოს ბუნებრივი აირის საჭიროებების ნახევარზე მეტის დაკმაყოფილება წარმოების გაძლიერებითა და -დან იმპორტის გაზრდის მეშვეობით, რაც ირანელი და რუსი ექსპორტიორებისთვის ბოლო მსხვილი ევროპული ბაზრის შემცირების საფრთხეს ქმნის.
ბოლო პერიოდში აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მოკავშირეებს, მათ შორის NATO-ს წევრ თურქეთსაც, საჯაროდ მოუწოდა მოსკოვთან და თეირანთან ენერგეტიკის კუთხით კავშირების შეწყვეტისკენ. ამ პოლიტიკის ფარგლებში 25 სექტემბერს თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს სგან ენერგორესურსების იმპორტის შეჩერება მოსთხოვა.
Reuters წერს, რომ იმპორტის დივერსიფიკაცია თურქეთის ენერგოუსაფრთხოებასაც გააძლიერებს და დაეხმარება მას, გახდეს ბუნებრივი აირის რეგიონული ჰაბი. ამასთან, ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ანკარის მიზანია, თხევადი ბუნებრივი აირი, ქვეყანაში წარმოებულ გაზთან ერთად, ევროპაში რეექსპორტზე გაიტანოს, ხოლო რუსული და ირანული გაზი შიდა მოხმარებისთვის გამოიყენოს.
ცნობისთვის, რუსეთი თურქეთისთვის ბუნებრივი აირის უდიდეს მიმწოდებლად რჩება, თუმცა ქვეყნის ბაზარზე რუსეთის წილი ბოლო ორ ათწლეულში 60%-ზე მეტით დაეცა და 2025 წლის პირველ ნახევარში 37% შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ სექტემბერში თურქეთმა სავაჭრო კომპანია Mercuria-სთან 20-წლიან შეთანხმებას მოაწერა ხელი, რაც აშშ-სგან თხევადი ბუნებრივი აირის შესყიდვას გულისხმობს. ანკარამ ეს კონტრაქტი მას შემდეგ გააფორმა, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ევროპას რუსული ენერგორესურსების შეწყვეტისკენ მოუწოდა.
აღნიშნული გარიგება ერთ-ერთია თურქეთის მიერ სექტემბერში გაფორმებულ შეთანხმებებს შორის, სანამ მიმდინარე წელს ვადა გაუვა ანკარის მიერ ბუნებრივი აირის იმპორტთან დაკავშირებით რუსეთთან დადებულ შეთანხმებებს, რაც ჯამში 16 მილიონ კუბური მეტრის მოცულობის ბუნებრივ აირს მოიცავს. თურქეთი რუსეთთან მიწოდების ახალ გარიგებაზე ჯერ არ შეთანხმებულა.