ლებრონ ჯეიმსის ახალი რეკლამა, რომელსაც გულშემატკივრებმა სიმბოლურად “მეორე გადაწყვეტილება” უწოდეს, ნამდვილ სენსაციად იქცა. სოციალური ქსელები, მედია და გულშემატკივრები ერთდროულად ალაპარაკდნენ — ემზადება თუ არა ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი კალათბურთელი კარიერის დასრულებისთვის?
სანამ კამპანიის ნამდვილი შინაარსი გახდებოდა ცნობილი, “ლეიკერსის” მთავარი მწვრთნელი ჯეი ჯეი რედიკი სიცილით იხსენებდა, როგორ მოექცა ხმაურის ეპიცენტრში: “ჩემი ტელეფონი აფეთქდა, მაგრამ ძირითადად ის ხალხი მწერდა, ვინც ხვდებოდა — პენსიაზე გასვლას ნამდვილად არ აპირებდა,“ — თქვა რედიკმა ღიმილით. — “უბრალოდ, თქვენ ყველანი პანიკაში ჩავარდით… კლასიკური მედია”.
საუბარს ხალისით უერთდება ოსტინ რივზიც, რომელმაც საკუთარ გამოცდილება გაიხსენა: “ზუსტად ორი ზარი მივიღე — ორივე ბებიაჩემისგან,” — თქვა მან სიცილით. “სულ ინტერნეტშია და ყველაფერს იჯერებს, რასაც ხედავს. მკითხა: “ოსტინ, მართლა ტოვებს ლებრონი? მე ვუპასუხე — არა ბებო, უბრალოდ რეკლამაა.“
გუნდის იაპონელმა ფორვარდმა რუი ჰაჩიმურამ კი დაამატა, რომ თავადაც სცადა პირდაპირ ლებრონთან გარკვევა: “მივწერე მესიჯი — რა ხდება?’ მაგრამ პასუხად რაღაც უცნაური ემოჯი გამომიგზავნა. დღემდე ვერ გავიგე, რას ნიშნავდა,” — აღნიშნა ღიმილით ჰაჩიმურამ.
რეკლამამ, რომელიც საბოლოოდ უბრალოდ ბრენდის კამპანია აღმოჩნდა, კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ლებრონ ჯეიმსი არა მხოლოდ მოედანზე, არამედ მის მიღმაც — სრულიად საკუთარი წესებით თამაშობს.
“ლოს ანჯელეს ლეიკერსმა” ლებრონ ჯეიმსს ახალი კონტრაქტი არ შესთავაზა
იქ, სადაც განსაკუთრებულად უყვართ – დემიენ ლილარდი “პორტლენდში” დაბრუნდა
იოკიჩმა “დენვერს” შეატყობინა, რომ კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს
