ერთი ბეჭდვითი შეცდომა, რომელიც ისტორიად იქცა — იცოდით კაზემიროს ნამდვილი სახელი?

ბრაზილიელი ვარსკვლავი კაზემირო, რომელიც მადრიდის “რეალის” რიგებში 2013-2022 წლებში თამაშობდა და ისტორიულად ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელია, აღიარებს, რომ მისი გვარი ფორმაზე თითქმის მთელი კარიერის განმავლობაში არასწორად ეწერა.
“ჩემი ნამდვილი სახელი კარლოს ენრიკე კაზიმიროა — ი-თი, არა ე-თი,” — განაცხადა ფეხბურთელმა ინტერვიუში, რომელსაც One Football ავრცელებს.
33 წლის ნახევარმცველის თქმით, შეცდომა შემთხვევით მოხდა მის კარიერის დასაწყისში, როცა ის “საო პაულუში” გამოდიოდა:
“მახსოვს, ერთ მატჩში კლუბმა ჩემი გვარი არასწორად დაწერა — Casemiro-ს ნაცვლად Casimiro უნდა ყოფილიყო. იმ შეხვედრაში ძალიან კარგად ვითამაშე და სიმართლე რომ ვთქვა, რადგან ცრუმორწმუნე ადამიანი ვარ, ვთქვი: “არაფერი შეცვალოთ, ასე დავტოვოთ — თუ ასე მიდის, ნუღარ ვეხებით!” — იხსენებს ფეხბურთელი ღიმილით.
მიუხედავად იმისა, რომ შეცდომა მხოლოდ ერთ თამი მოხდა, ის სამუდამოდ დაუმკვიდრდა. “ასე დარჩა. მაგრამ ჩემი ნამდვილი სახელი მაინც Carlos Henrique Casimiro-ა. ერთი მატჩის შეცდომამ მთელი ცხოვრება გამყვა,” — თქვა მან.
მორიგი სასიხარულო ამბავი ესპანეთის ნაკრებიდან – ჰუისენი საქართველოსთან ვერ ითამაშებს