Reuters – რუსეთის სახელმწიფო დუმამ პლუტონიუმის მარაგების შემცირების შესახებ აშშ-თან დადებული შეთანხმებიდან გასვლას მხარი დაუჭირა

რუსეთის სახელმწიფო დუმამ პლუტონიუმის მარაგების შემცირების შესახებ -თან დადებული შეთანხმებიდან გასვლას მხარი დაუჭირა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ს სახელმწიფო დუმამ აშშ-თან დადებული „პლუტონიუმის მართვისა და განადგურების შეთანხმების დენონსირების შესახებ“ კანონი მიიღო.
„აშშ-მა ახალი ანტირუსული ნაბიჯები გადადგა, რომლებიც შეთანხმების დადების დროს არსებულ სტრატეგიულ ბალანსს ფუნდამენტურად ცვლიან და სტრატეგიული სტაბილურობისთვის დამატებით საფრთხეებს ქმნიან“, – ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
შეთანხმება, რომელიც აშშ-მა და რუსეთმა 2000 წელს გააფორმეს, მხარეებს 34 ტონა საიარაღო პლუტონიუმის განადგურებას ავალდებულებდა. შეთანხმება ძალაში 2011 წელს შევიდა, თუმცა რუსეთმა მისი შესრულება 2016 წელს შეაჩერა. რუსეთმა აღნიშნულის მიზეზად მის მიმართ „არამეგობრული ქმედებები, ნატო-ს გაფართოება და აშშ-ის მიერ პლუტონიუმის განადგურების წესების ცვლილება“ დაასახელა.