ლევან მაჭავარიანი – ჩვენი ხელისუფლების მხრიდან გამოხატვის და შეკრების უფლება უზრუნველყოფილია – 4 ოქტომბერს სამართალდამცავების რეაგირება ადეკვატური იყო და მათ გაცილებით მაღალი სტანდარტებით იმოქმედეს, ვიდრე ეს ევროპის ქვეყნებში ხდება

ჩვენი ხელისუფლების მხრიდან გამოხატვის და შეკრების უფლება უზრუნველყოფილია – [4 ოქტომბერს] სამართალდამცავების რეაგირება ადეკვატური იყო და მათ გაცილებით მაღალი სტანდარტებით იმოქმედეს, ვიდრე ეს ევროპის ქვეყნებში ხდება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა ეუთოოდირის განცხადების შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, როცა მოქალაქეებს პროტესტის გამოხატვა უნდათ, ამის საშუალება აქვთ, მაგრამ როცა პროტესტი კონსტიტუციის ფარგლებს სცდება, რეაგირება უნდა მოხდეს.
„ჩვენი ხელისუფლების მხრიდან გამოხატვის და შეკრების უფლება უზრუნველყოფილია. ამის ნათელი მაგალითია ის, როცა თბილისის ცენტრალურ ქუჩებს 40/50 ადამიანი კეტავს. არ მგონია, მსგავს უფლებას რომელიმე სხვა დედაქალაქში აძლევდნენ. როცა მოქალაქეებს პროტესტის გამოხატვა უნდათ, ამის საშუალება აქვთ, მაგრამ როცა პროტესტი კონსტიტუციის ფარგლებს სცდება, რა თქმა უნდა, რეაგირება უნდა მოხდეს. 4 ოქტომბერი თვალსაჩინო მაგალითი იყო, როცა ხელისუფლების დამხობის მცდელობას ჰქონდა ადგილი, პრეზიდენტის რეზიდენციის პირდაპირ შტურმი იყო. სამართალდამცავების რეაგირება ადეკვატური იყო და მათ გაცილებით მაღალი სტანდარტებით იმოქმედეს, ვიდრე ეს ევროპის ქვეყნებში ხდება“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
ცნობისთვის, ეუთო/ოდირი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, „სამოქალაქო საზოგადოებაზე მზარდი ზეწოლის ფონზე პატივი სცეს თავისუფალი შეკრების უფლებასა და ადამიანის უფლებებს“.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ჯაფარიძე: ფინანსურად ივანიშვილი შეინახავს „იმედს“, აქ მთავარია, რამდენად შეძლებს ისევ ისე ოპერირებას და მგონია, რომ ვერ შეძლებს – „იმედი“ დასუსტდა და ეს პირდაპირ პროპორციული იქნება „ქართული ოცნების“ დასუსტების

“ჩვენ ბოლომდე კონტროლქვეშ გვაქვს ვითარება… არაფერი გადასარჩენი არ სჭირს არც „იმედს“ და არც „პოსტივის“” – ირაკლი კობახიძისა და „ფორმულას“ ჟურნალისტ სალომე ლაბაძის კითხვა-პასუხი (ვიდეო)