28 წლის ფრანგი ჩოგბურთელი ოუშეან დიდინი, რომელმაც ამჟამად მსოფლიო რეიტინგში 370-ე პოზიციას იკავებს, გახდა პირველი ქალი ჩოგბურთელი, რომელმაც მკერდის გაზრდის ოპერაცია გაიკეთა.
როგორც ხშირად ხდება ხოლმე, სპორტის ამ სახეობაში ქალბატონები პირიქით მკერდს იპატარავებენ და ამის კარგი მაგალითი ცნობილი რუმინელი ჩოგბურთელი სიმონა ჰალეპია, თუმცა დოდინმა თავისი გადაწყვეტილების მიზეზი გაამხილა.
“ეს ისაა, რაც დიდი ხანია მინდოდა. შესვენებით ვისარგებლე, რადგან ოპერაცია გავიკეთე და შემდეგ აღდგენას დაახლოებით ორი თვე სჭირდება. სეზონის განმავლობაში ამის გაკეთება შეუძლებელია. ვიფიქრე, თუ ექვსი თვით შესვენებას ვიღებ, რატომ არ უნდა გავაკეთო ის, რაც მინდა? – ახლა ეს ყოველივე უკეთესია, ვიდრე 40 წლის ასაკში, როცა კარიერას დავასრულებ.
ისინი საზამთროს წააგავს. დიახ, ისინი პატარა არ არის, მაგრამ თამაშში ხელს არ მიშლიან. არსებობს შესაბამისი სავარჯიშო ბიუსტჰალტერები. პლასტიკური ოპერაციის შემდეგ პირველი ვარ, ვინც გაზრდილი მკერდით ითამაშებს. ვიღაც პირველი აუცილებლად უნდა იყოს”, – ციტირებს დოდინის სიტყვებს RMC Sport.
ინფორმაციისთვის, 28 წლის დოდინმა, პროფესიონალური კარიერის განმავლობაში 1 WTA და 17 ITF ტიტული მოიგო. მისი საუკეთესო შედეგი რეიტინგში 46-ე პოზიციაა და კორტზე 2,7 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.
ბასილაშვილი ჩილიჩთან დამარცხდა და ჯოკოვიჩთან კიდევ ერთხელ დაპირისპირების შანსი დაკარგა
ბასილაშვილი შანხაის მასტერსის ძირითად ბადეში შევიდა და ასეულში დაბრუნდა
უცნაურია – მუსეტიმ ზედიზედ მეხუთე ფინალი წააგო
