იტალიაში პროტესტია და ისრაელთან მატჩის გაუქმებას მოითხოვენ – გატუზო ტექნიკურ მარცხზე საუბრობს

იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ჯენარო გატუზოს თქმით, მისი ნაკრები 14 ოქტომბერს უდინეში მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩს ს ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებს.
რამდენიმე დღის წინ უამრავი პრო-პალესტინელი ფლორენციაში “სკუადრა აძურას” საწვრთნელ ბანაკთან შეიკრიბა და აღნიშნული დაპირისპირების არ ჩატარება მოითხოვა. ეს ყოველივე კი ღაზაში მიმდინარე ომსა და იქ ისრაელის ქმედებებს უკავშირდებოდა.
თავის მხრივ, ბოლო პერიოდია აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ FIFA და UEFA ისრაელის მოკვეთის საკითხს განიხილავენ, თუმცა გატუზომ თქვა, რომ თუ ახლა ისინი მოედანზე არ გამოვლენ, ტექნიკური 0:3 წაგება ჩაეთვლებათ.
“თამაში მშვიდ გარემოში არ მოგვიწევს. სტადიონის გარეთ 10 000 და მეტი ადამიანი იქნება, ტრიბუნაზე კი მხოლოდ 5-6000 ადამიანს ვიხილავთ. ეს შეხვედრა უნდა ვითამაშოთ, თუ ამას არ გავაკეთებთ, ტექნიკურ მარცხს მივიღებთ.
შემაშფოთებელია იმის დანახვა, რაც ახლა ხდება, თუ რა ემართებათ უდანაშაულო ხალხსა და ბავშვებს… გული ძალიან მტკივა”, – ციტირებს გატუზოს ESPN.
როგორც “სკუადრა აძურას” თავკაცმა აღნიშნა, უდინეს “ფრიულის” სტადიონზე ძალიან ცოტა გულშემატკივარია მოსალოდნელი, რადგან პროტესტის ფონზე ბოლო მონაცემებით მხოლოდ 4000 ბილეთია გაყიდული.
იტალიასთვის 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად მომდევნო ორი მატჩი უმნიშვნელოვანესია. გატუზოს შეგირდები 11 ოქტომბერს გასვლაზე ტალინში ესტონეთს ეთამაშებიან, 14 ოქტომბერს კი უდინეში ზემოთ ნახსენებ ისრაელს დაუპირისპირდებიან.
თავის მხრივ, ისრაელი თავის შესარჩევის შეხვედრას იტალიამდე 11 ოქტომბერს ოსლოში ნორვეგიასთან გამართავს. ჯგუფს 15 ქულით ნორვეგია ლიდერობს, იტალაისა და ისრაელს კი 9-9 ქულა აქვთ.
ჯანლუიჯი ბუფონის 17 წლის შვილს სერია A-ში დებიუტი ჰქონდა
საგიჟეთი. გატუზომ ფეხბურთელს შეაგინა – იტალიელთა ორი ავტოგოლი და გამარჯვება
მოულოდნელი ვარიანტი – იტალიის ნაკრებს რაფაელ ბენიტესიც დაუკავშირეს
“იტალიამ თავისი მენტალიტეტი უნდა დაიბრუნოს” – გატუზოს პირველი კომენტარი “სკუადრა აძურას” მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ
გატუზო თავის სტიქიაშია – ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
ბუფონის მიერ დაბლოკილი მოურინიო – როგორ გახდა იტალიის ნაკრების მწვრთნელი გატუზო