მწვანე ენერგიის წყაროებმა პირველად გადაასწრო ნახშირს გლობალურ წარმოებაში – Ember

2025 წელს, ისტორიაში პირველად, მსოფლიოში მზის და ქარის ელექტროსადგურებმა ნახშირზე მომუშავე ელექტროსადგურებთან შედარებით მეტი ელექტროენერგია გამოიმუშავეს, – The Guardian წერს, რომ ამას მოწმობს ანალიტიკური ცენტრის Ember-ის კვლევა.
ანგარიშის თანახმად, 2025 წლის პირველ ნახევარში განახლებადი ენერგიის წყაროებმა არა მხოლოდ დააკმაყოფილა გლობალური ელექტროენერგიაზე მოთხოვნის ზრდა, არამედ ქვანახშირისა და გაზის მოხმარების მცირედით შემცირებაც გამოიწვია.
მზის ენერგიის წარმოება პირველი ექვსი თვის განმავლობაში 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის მესამედით გაიზარდა, რაც გლობალური ელექტროენერგიის მოთხოვნის ზრდის 83%-ს შეადგენს.
ქარის ენერგია 7%-ზე მეტით გაიზარდა, რამაც განახლებად ენერგიას პირველად საშუალება მისცა, ჩაენაცვლებინა წიაღისეული საწვავი.
ანალიტიკოსები მას გლობალური ენერგეტიკული სისტემის განვითარებაში „გადამწყვეტ გარდამტეხ მომენტს“ უწოდებენ.