რეჯეფ თაიფ ერდოღანი ვლადიმერ პუტინს – -ს ომში სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად დიპლომატიური ძალისხმევა უნდა გაძლიერდეს

რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტებს, ვლადიმერ პუტინსა და რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა, – ინფორმაციას თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკაციების დირექტორატი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სატელეფონო საუბრისას განიხილეს თურქეთსა და რუსეთს შორის ორმხრივი ურთიერთობები, ასევე რეგიონული და გლობალური საკითხები.
სატელეფონო საუბრისას პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი ძალისხმევას არ იშურებს ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველსაყოფად და რეგიონში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებისთვის.
„ჩვენმა პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ს ომში სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად დიპლომატიური ძალისხმევა უნდა გაძლიერდეს და რომ თურქეთი მშვიდობისთვის მუშაობას გააგრძელებს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: გამოვიდნენ ბედნიერი, გახარებული სახეებით. რაში მაინტერესებს რა ეჭირათ ხელში, ისე უხაროთ ჩვენი, ხალხის დანახვა. არ დამსხდარან და არ მოუყოლიათ, როგორ სიმწრით დაზარდათ ოჯახებმა…