რუსებმა უკრაინას, 8 ოქტომბრის ღამეს, 183 დრონით, მათ შორის „შაჰედის“ ტიპის 100 დრონით, შეუტიეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა მოწინააღმდეგის კუთვნილი 154 დრონი გაანეიტრალეს.
ამასთან, დაფიქსირდა 22 დრონით 11 ლოკაციაზე განხორციელებული თავდასხმა.
უკრაინული მედიის ცნობით, დღეს დილით რუსებმა ხერსონის კორაბელნის რაიონს შეუტიეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა. სუმის ოლქში კი რუსულმა დრონმა საცხოვრებელ შენობას დაარტყა, რის შედეგადაც 4 წლის ბავშვი, მისი დედა და ბებია დაშავდნენ. დაშავებული ბავშვის მდგომარეობა მძიმეა.




