,, ნანუკას ჩემთან ბოდიში არ ეყოფა” – რას წერდა დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე ნანა სანდერი?

გავრცელებული ინფორმაციით აქტივისტი ნანა სანდერი (Nanu Nana Sander) სისხლის სამართლის წესით არის დაკავებული.
სანდერის შესახებ ისაუბრა ივანიშვილის პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმაც და მას ექსტრემიზმისთვის ფულის შეგროვებაში დასდო ბრალი.
ოპოზიციურად განწყობილი მხარის ერთ ნაწილსაც მასთან ემიგრანტების ფულის შეგროვებასთან დაკავშირებით კითხვები ჰქონდა.
ნანა სანდერმა სავარაუდოდ დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე ვრცელი პოსტი დაწერა:
,,დამნაშავეები ვისაც კოლექტიური ები და ნანუკა ჟორჟოლიანები იცავენ,
არიან ის ადამიანები ვინც სცენიდან რეზიდენციაში შეჭრა გამოაცხადა სპონტანურად და სხვა ჯგუფები გადააგდო სხვა გეგმა რომელიც არსებობდა, იმ გეგმით წასვლა ზუსტად მათ გამო არ მოხდა, სქრინიც იმ გეგმის პატარა ნაწილი იყო, და ნაწილი იყო მართლა უმსხვერპლოდ დასრულებულიყო ყველაფერი- ორივე ბინძური, ადამიანის გამწირველი მხრიდან ( სათავეებიდან) არ ყოფილიყო ადამიანის სიცოცხლის თუ ჯანმრთელობის გაწირვა, რისი შანსიც ძალიან მაღალი იყო სექტემბრის ბოლო კვირების ანალიზით, ახლა ამ გადმოსახედიდან რადგან უკვე შედეგი ვიცით, კი შეცდომა იყო და ბოდიშიც არის მოსახდელი თქვენთან სქრინისთვის და გულწრფელი ბოდიში, უბრალოდ იმ სცენარით წასვლით რა სცენარიც იყო იმ დღისთვის არ იყო შეცდომა- ადამიანის ან ადამიანების სიცოცხლის და ბრძოლის გადარჩენის მოტივი და უმსხვერპლოდ დასრულების მოტივი და სცენარი იყო და გიო და სხვები არაფერ შუაში არ არიან და არც ვინმე გაურბის პასუხს, უბრალოდ დრო სჭირდებოდა და სჭირდება ყველაფრის თუ არა ბევრი რამის გარკვევას, რა და რატომ მოხდა და რა და რატომ ვერ მოხდა, ამაზე მეტის თქმა არ შემიძლია კონკრეტულად იმ სცენარზე- ადამიანები დაზიანდებიან დღეს და ის ადამიანები უკვე საკმარისად დაზიანდნენ ისედაც და საკმარისზე დიდ საფრთხეში არიან, ზუსტად იმიტომ რომ ბრძოლა გაყიდეს სხვებმა.
“ჯარი” არ იყოო რომ გაჯერებენ, ის ხალხი იმ გეგმით წასვლას ელოდა, მათი დიდი ნაწილი ადგილზეც არ ყოფილა აქციაზე, იმ გეგმას ელოდებოდა და შესაბამის გამოსვლას, ( სხვა ჯგუფებზეც ასე ვიცი ჯერჯერობით ვისთანაც კომუნიკაცია მოვახერხე) მაგრამ ამათ სიურპრიზი გაგვიკეთეს და ყველა და ყველაფერი გაწირეს, მათ შორის ათონელზე წასული ხალხიც. ამათ ეს ბრძოლა გაწირეს, ამათ გაგვყიდეს ზუსტად.
ისე კი არ ვიცი რა წარმოდგენა და მოლოდინი აქვთ ადამიანებს მებრძოლებზე – დიდები უნდა იყვნენ, უეჭველი დაკუნთულები და ჯარისკაცის ფორმით გამოსულიყვნენ ? :დ
ემიგრანტები არ ჩამოსულანო რომ იტყუებიან- დროშები ჩქარაში ავუხსენი ივენთი შეექმნათ წინასწარ რომ ჩამოსული ემიგრანტები ყოფილიყვნენ ინფორმირებული შეკრების ადგილზე და ამდენ ხალხს ნუ გამოაჩენთ ისე თითქოს ასი კაცი იყოს მხოლოდთქო ( ნოემბერ-დეკემბერში ჩამოსულ ემიგრანტებს გვაქვს ამის გამოცდილება სპონტანურად რომ ვერ შევძელით შეკრება მაშინაც ერთი დღით ადრე გავრცელდა აქციის ანონსი და ფილარმოანიასთან მოსულ მედიას ვთხოვე საერთოდ არ აეღო ინტერვიუ და არ გაეშუქებინა, წავედით მაშინ და სტუდენტებს შევუერთდით ) და ამათ წინა დღეს დადეს ინფორმაცია ფილარმონიასთან შეკრებაზე ( მეგობარმა ასე ნახა) – და მე იმიტომ არ ვიყავი ფილარმონიასთან რომ ზოგადად ყველგან მაგვიანდება და თან მაგ დღეს მომიწია სასტუმროს დაცლა და ბინაში გადასვლა და მომზადება.
კონკრეტულად შაიშმელაშვილს რაც შეეხება, გუშინაც ვთქვი ბოლოს 50%-ით ვუშვებდი მხოლოდ რომ ის მართავდა გარკვეულ წილად პროცესს და რასაც ახლა წერს, 50 %-ით ვუშვებ რომ კი შეიძლება სიმართლე იყოს.
მტკიცებით ფორმაში მასზე არაფრის თქმა არ შემიძლია მითუმეტეს მასთან გერმანიიდან წამოსვლამდე ბოლო ზარიდან გამომდინარე, კი შეიძლება ის სიმართლეს ამბობდეს და უბრალოდ ეხმარებოდა რაღაცეებში და ისიც გადააგდეს ჩვენსავით და სხვა დანარჩენებივით.
ვისშიც ბოლომდე ვარ დარწმუნებული რომ გაგვყიდეს, გაგვწირეს და ეს ბრძოლა მიზანმიმართულად წაგვაგებინეს ეს პროცესის მთავარი მმართველები იყვნენ ვისიც იყო სცენაც და კი ისიც დასაშვებია ახლა უფრო ცივ გონებაზე რომ ჩვენი ბრძოლის გამწირველებიც გაწირეს ან არ ვიცი რა ტიპის შეთანხმება და გარიგება მოხდა და ვისთან ვერაფერს ვიტყვი, ერთი ის ვიცი რომ მათ წაგვაგებინეს ყველას- ისინი იყვნენ პროცესის მთავარი მმართველები.
შაიშმელაშვილს ესმოდა რომ სცენა და ქუჩის სამოქმედო გეგმა კოორდინაციაში უნდა ყოფილიყო და მასთან პირველივე ზარიდან ვიცოდი ეს. არ ვიცი ბურჭულაძეს რა ესმოდა და რა არ ესმოდა
და რადგან საჯაროდ ჩანდა ირაკლი, არ იმალებოდა, უფრო იყო სანდო, უფრო სწორად მეტ ინტერესს ასხივებდა გამარჯვებაში დახმარების, პირად საუბარშიც ეს დავინახე,
ვიდრე პაატა ბურჭულაძე და მისი ბუნდოვანი ბანდა და ენმ-ში მთავარი გადაწყვეტილების მიმღები პირები, რომელზეც 3500 კილომეტრიდანაც ჩანდა რომ ამისთვის ბევრს არაფერს აკეთებდნენ. პირიქით ისინი ხალხს რიყავდნენ, გამოგვყევით მხოლოდ ცხვარივითო, ჰქონდათ ასეთი დამოკიდებულება.
ასევე ახლა თინა ბოკუჩავას რომ ეკითხებიან პასუხისმგებლობაზე და სხვა კითხვა დამისვითო, ზუსტად თინა ბოკუჩავა იყო, რომელიც ცდილობდა სცენაზე მოხვედრას ( მანამდე) და რომლის უკანაც ვანო მერაბიშვილი დგას – აი ის კაცი მიხეილ სააკაშვილს და სრულიად საქართველოს მაგრად რომ შეუსრულა, მაგრამ კოლექტიური ნანუკა ჟორჟოლიანები მე მთხოვენ პასუხს და არა ენმ-ს და მის ამჟამინდელ ლიდერს ( მიშას დიდი ხანია შიგნით აღარაფრად თვლიან))
ჩემთვის ასევე ბუნდოვანია ემიგრაციიდან რატომ დუმს ის ადამიანები ვინც პროცესში იყო ჩართული- ფულს აგროვებდნენ, ენმ-თან ერთად რაღაცეებს აორგანიზებდნენ, ბურჭულაძესთანაც იყვნენ კავშირზე, ვინც ასევე მე მეუბნებოდა რომ ყველა ჯგუფს ვინც მოგვმართა თავდაცვის საშუალებები ვუყიდეთო, საერთოდ ზარებსაც კი არ პასუხობენ 🙂 და დამკვირვებლის რეჟიმში უყურებენ ჩემზე ტალახის სროლას, რომელშიც ისევ ტალახის მსროლელები “გაიგუდებიან”.
ჩემთან შეგროვებული 3338,92 ევრო რომლიდანაც მხოლოდ 1500 ევრო დაიხარჯა კონკრეტული ჯგუფის თავდაცვის საშუალებებზე და დანარჩენი ადგილზეა, მათაც ხომ იციან – საჯაროდ დევს ყველაფერი და მათაც ხომ იციან მათთან რა შეგროვდა, ვის და რას დაპირდნენ, ნანუკა ჟორჟოლიანიც ხომ მათი ფონდის ცნობადობას ეხმარებოდა? რატომ არ გამოდიან და არ იღებენ ხმას ? რამ ჩააჩმორათ? საქართველოშიც რატომ არ ჩამოვიდა ის ვინც ყველაზე ბევრი ისაუბრა ჩამოსვლაზე, ესაც საკითხავია და ბუნდოვანია.
ან მათ ან სხვებს ჰგონიათ მე შემეწმინდება ხელები ?
ვგავარ იმ ადამიანს რომ ჩემი სიმართლე ვერ გავიტანო? ან ვგავარ იმ ადამიანს რომელიც დავიღლები სანამ ამ გამყიდველი, ბინძურის არსებების “კუბოებზე” ლურსმანს არ დავაჭედებ?
თუ ელოდებიან და ითხოვენ ისინიც რომ მე დამიჭირონ რასაც Nanuka Zhorzholiani
და ელისო კილაძე ითხოვს ირიბად – ჩემზე თაღლითობის ბრალდებით და ღიად, პოსტით და პირდაპირ Tamar Totladze და ელისო კილაძის ნარკომანი შვილი ითხოვდა გუშინ თუ გუშინწინ და ესენი მშვიდად გააგრძელებენ ცხოვრებას და იტყვიან მომავალში რომ სიმართლისთვის იბრძვიან?
დედაჩემიც ზუსტად ამას მწერს ნანუკაზე და ელისოზე, მაგ ორ ქალს სურს რომ შენ დაგიჭირონ და მაგიტომ გაბრალებენ ემიგრანტების ფულის მითვისებასო. ( ყველაფერზე დევს მტკიცებულებები პოსტებად ჩემს გვერდზე) და იმედიც და პოსტივიც მათ ამოქოქეს – გუშინდელი მონაწერი ნახეთ ჩემთან იმედის ჟურნალისტის და ხო ამათ არც დედაჩემის ნერვიულობა შერჩებათ 🙂
და დაგკითხავს და მეტ დეტალს გათქმევინებსო რაღაც მსგავს კომენტარებს რომ მიწერთ, აქეთ დავკითხავ ყველას. არ მიცნობთ ოდნავადაც კი, ვისაც ეს შიში გაქვთ 🙂
ანწუხელიძე ჩემთვის ნომერ პირველი გმირი ზუსტად პრინციპულობის გამო არის – საკუთარი პრინციპები დააყენა სიცოცხლეზე მაღლა, ხოდა ვიღაცის ან ვიღაცეების არგათქმაც პრინციპია და ამ და სხვა ღირებულებებზე და პრინციპებზე საუბარი თუ უნდა ვინმეს შსს-დან მოვიდეს ვესაუბრები 😉 კარგი ქვეყანა რას ნიშნავს და როგორ შენდება და როგორი ადამიანებით მაგაზეც ვესაუბრები.საქართველოს მოქალაქეს რა უფლებები და თავისუფლებები მაქვს, მაგაზეც ვესაუბრები. ხო არავის მეშინია და განა ვინმეს ზურგით ? უბრალოდ ასეთი ვარ ან გავხდი, თუ რამე შიში მქონდა საქართველოდან წაღებული 23 წლამდე – მარტო ღამით სახლში დარჩენის, სიბნელის, ჩემმა დათვმა დამაძლევინა, რომელზეც ნათია გაბრავა და ია გაბუნია იტყუებიან ვითომ დარბევებში ფიზიოლოგიურს ვასხამდი თედის- ცდილობენ ბინძური ხერხებით გიჟად გამომიყვანონ ბურჭულაძის დაცვის მიზნით, ხო თედიმ დამაძლევინა სასიცოცხლო მნიშვნელობის შიშები და შემდეგ დავიწყე სხვა შიშების დაძლევაზე მუშაობა – მან მაჩუქა მეტი თავისუფლება და კი ის ჩემთვის ძვირფასია და ყველგან მყავს და დამყავს და ხარებასაც ერთად ვარბევდით და მოგზაურობითაც ერთად ვმოგზაურობთ – თავგადასავლებს ერთად ვაგროვებთ )) და ისიც ვიცი ადამიანებში რომლებშიც ბევრი შიშია, უკვირთ ხოლმე ჩემი უშიშრობა და ადამიანები რომლებიც საბჭოთა სულის საზოგადოებაში ცხოვრობდნენ, სადაც ადამიანები ვიღაცის ზურგით ჩანან უშიშრები, ან მოქმედებენ მათი იმედით, კი მესმის ასეთ წუმპეში როცა ცხოვრობ და გარშემო ასეთი ხალხი გყავს და ასეთი გამოცდილებები, ვიღაცის უშიშრობასაც აკავშირებ ვინმეს ზურგს, ათონელზეც ჩემი ზურგით ვედექი რობოკოპებს და ალბათ ყველაზე დიდი ზურგი ამ ქვეყანაში მაინც საქართველოს მოქალაქეობა და ქართველობაა და კი კმაყოფილი ვარ რომ ბოლომდე შევინარჩუნე საქართველოს მოქალაქეობა . “მე ამ ქვეყნის მოქალაქე ვარ და სადაც მინდა იქ ვიდგები”- ამას გერმანიის მოქალაქეობით ვერ ვეტყოდი შარშან ფორმიანებს და ისინიც ან გიჟად მთვლიან ან უკვირთ ჩემი გამბედაობა.
პს. ხვალ ჩემი დიდი ხნის უნახავი ოჯახი უნდა ვნახო და მერე ადვოკატს მოვძებნი და როგორი სამართლიანებიც არიან, მათსავე სამართლიან სასამართლოში დამიმტკიცებენ რომელი ემიგრანტების ფული მივითვისე ან საჯაროდ სათითაოდ ბოდიშს მომიხდიან ( სხვა ბრალდებებზეც მივხედავ- სქრინები მაქვს ბევრი) ნანუკას ბოდიში არ ეყოფა – დებატებში უნდა დამიჯდეს იმ აუდიტორიასთან რომელ აუდიტორიასთანაც მე ქურდობას მაბრალებს …”
სავარაუდოდ, სწორედ ნანა სანდერის დაკავების შესახებ გააკეთა შსს-მ 7 ოქტომბერს ბოლო განცხადება:
შსს-მ კიდევ ერთი პირი დააკავა

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსები ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერებს ევროპაში დივერსიებისა და დესტაბილიზაციისთვისაც იყენებენ – ტანკერებიდან დრონების გაშვების შემთხვევები ერთ-ერთი ასეთი მაგალითია

4 ოქტომბრის აქციაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულის ადვოკატი – ვახტანგ ფიცხელაური სასამართლოს მიაწოდებს ინფორმაციას მის მიმართ განხორციელებულ ძალადობასთან, სიტყვიერ შეურაცხყოფასა და მუქარასთან დაკავშირებით

პოლიციის მიერ აქციის მონაწილეებისთვის გზის გახსნისკენ მოწოდების შემდეგ, მომიტინგეთა იმ ნაწილმაც, რომელსაც მანამდე ტროტუარი ეკავა, გზაზე გადაინაცვლა, პოლიციამ კი ტერიტორია დატოვა – ამ დროისთვის რუსთაველის გამზირი გადაკეტილია