შსს-მ კიდევ 4 პირი დააკავა

შსს-მ 4 ოქტომბერთან დაკავშირებით კიდევ 4 პირი დააკავა. ამის შესახებ ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
,,როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში 4 ოქტომბერს, ქალაქ თბილისში განვითარებულ დანაშაულებრივ მოვლენებთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე, 222-ე, 225-ე და 317-ე მუხლებით მიმდინარეობს.
გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველებმა, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, კიდევ 4 პირი დააკავეს – ესენი არიან: ვ.გ., კ.ე., მ.ლ. და ნ.გ..
ამ დროისათვის, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ჯამში უკვე დაკავებულია 22 პირი, ხოლო 3 პირის ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ხორციელდება შესაბამისი ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები.
აღნიშნული 3 პირი ამ დრომდე იმყოფება მიმალვაში.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები აგრძელებენ შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს, დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების იდენტიფიცირებისა და მათი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით.
აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებები“

ასევე დაგაინტერესებთ

რასა იუკნევიჩიენე – ვულოცავ სახაროვის პრემიის ფინალისტთა სიაში შესულ თავისუფლებისთვის მებრძოლ ჟურნალისტებს, მზია ამაღლობელსა და ანდჟეი პოჩობუტს – ისინი ერთი ბრძოლის ორ ფრონტზე დგანან, კრემლის მხარდაჭერილი ტირანიის წინააღმდეგ

ირაკლი ფავლენიშვილი – შეუძლებელია, ვენეციის კომისიას სხვანაირი დასკვნა დაედო – ივანიშვილმა გამოაცხადა, რომ ამ ქვეყანაში არანარი კრიტიკული ორგანიზაცია არ იარსებებს და მიიღეს შესაბამისი კანონპროექტები, მათ შეიძლება ვუწოდოთ დიქტატურის 4 კანონი