პუბლიცისტი და მხატვარი მაია ორჯონიკიძე:
მოკლედ დიდი ალბათობით მალე პუტინის დრუჟბან სი ძინპინს დაერხევა, დღეის მდგომარეობით მას უკვე შეუზღუდეს არმიასა და ძალოვან სტრუქტურებზე ზეგავლენის ბერკეტები, მისი ნდობით აღჭურვილი გენერლები კი ზოგი პოსტებიდან გადააყენეს და ზოგიც დაიჭირეს. ამ ყველაფრის ერთერთი მთავარი მიზეზი სი ძინპინის მიერ წარმოებული საგარეო პოლიტიკით ჩინეთის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის უკმაყოფილებაა, რაც გამოწვეულია ჩინეთსა და ერთის მხრივ აშშ-თან, მეორეს მხრივ კი ევროკავშირთან გაუარესებული ურთიერთობით, რასაც შედეგად ჩინეთის ეკონომიკის მკვეთრი სტაგნაცია და უმუშევრობა მოყვა. დასავლეთთან ჩინეთის ურთიერთობის გაუარესება მისი ახლანდელი ხელმძღვანელობის უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის მხარდაჭერის პირდაპირი შედეგია.
ჩინელ კომუნისტებს უკრაინის დარდი ნაკლებად აქვთ, მაგრამ მის გამო დასავლეთთან გაუარესებული ურთიერთობები ნამდვილად აწუხებთ, რადგან ჩინეთის ეკონომიკის მდგრადობა დიდწილად დასავლეთთან ვაჭრობაზეა დამოკიდებული, ეკონომიკური სტაგნაცია იწვევს სოციალური ფონის დაძაბულობას, რაც ჯამში ჩინეთის კომუნისტურ რეჟიმს პოლიტიკურ საფრთხეს უქმნის-აი ამის ეშინიათ ყველაზე მეტად.
წყაროები იტყობიან, რომ სი ძინპინს შეეზღუდა ჩინეთის საზღვრების დატოვება და საზღვარგარეთ ვიზიტები, რამდენიმე კვირაში კი კომუნისტური პარტიის პლენუმი გაიმართება, რომელზეც სხვა საკითხებთან ერთად ჩინეთის დღევანდელი მმართველის პოლიტიკური ბედიც გადაწყდება. საქმეში ჩახედული ექსპერტები ვარაუდობენ, რომ სი ძინპინს სამიდან მხოლოდ ერთი, ცერემონიალური პოსტი დარჩება, რეალური ძალაუფლების ბერკეტების მქონე პოსტებს კი დაატოვებინებენ.
თუ ასე მოხდა, ეს რუსეთისთვის ძალიან ცუდი ამბავია, რადგან როგორც ვიცით დღეს რუსეთის მთავარი სავაჭრო პარტნიორი და გარკვეულწილად დონორიც სწორედ ჩინეთია. თავის მხრივ, ჩინეთისთვის დასავლეთთან ურთიერთობის დალაგების პრიორიტეტულობა კიდევ უფრო დააჩქარებს რუსეთის ეკონომიკის კოლაფსს და უკრაინასთან ომში მის საბოლოო დამარცხებას. ასე რომ ტრამპი ბევრისთვის გასაკვირად გრძელვადიან თამაშს თამაშობს და ამას თავისი ნაყოფები მოაქვს.