ფანტასტიკური ფინალი საქართველოს სუპერთასის ფინალში – თსუ-მ “ქუთაისი” მესამე ოვერტაიმში დაამარცხა

საქართველოს თასის ფინალში თსუ-მ “ქუთაისი” 113:104 დაამარცხა.
შეხვედრა დრამატული აღმოჩნდა, მეტიც, გამარჯვებულის გამოსავლენად 3 ოვერტაიმი გახდა საჭირო.
გამარჯვებულთა მხრიდან საუკეთესო კურვოსიე მაკელი გახლდათ, რომელმაც 25 ქულა, 7 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა.
ალექსანდრე ფევაძემ თავი 20 ქულით, 10 მოხსნით, 1 შედეგიანი გადაცემითა და 2 ჩაჭრით გამოიჩინა.
მალკომ დრამრაითმა 19 ქულა, 3 მოხსნა, 9 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა მიითვალა.
გიორგი ტურძილაძემ და მიხეილ ბერიშვილმა 14-14 ქულა ჩააგდეს.
“ქუთაისელთა” მხრიდან გიორგი სულაბერიძემ გუნდს 27 ქულა, 10 მოხსნა შესძინა. ტაირი ბოიკინმა – 23, დეტრეკ ბროუნინგმა 20, ხოლო ჯეივონ ოგუნიემიმ კი 16 ქულა და 15 მოხსნა შესძინა.
დუდუ დადიანის მემორიალი 26 სექტემბერს, ოლიმპიურ სასახლეში დაიწყება
“ქუთაისი” დანიის ჩემპიონთან ბოლო წამებზე დამარცხდა და ფიბა ევროპის თასზე იასპარეზებს