“დე ბრუინის მთავარი პრობლემა ისაა, რაშიც კვარაცხელია საუკეთესო იყო” – ფედელეს ქართველი შემტევი ენატრება

“პარმას” ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა და საფეხბურთო აგენტმა ენრიკო ფედელემ “ნაპოლის” ახალწვეულის, კევინ დე ბრუინის შესახებ ისაუბრა.
მისი თქმით, ბელგიელი ჩემპიონთა ლიგაზე შესანიშნავად ასპარეზობს, მაგრამ სერია A-ში ეფექტიანობის თვალსაზრისით მოიკოჭლებს.
“დე ბრუინის საუკეთესო ვერსიას ჯერ კიდევ ველოდებით. იცით, მისი რეალური პრობლემა რა არის? ჩემპიონთა ლიგაზე შესანიშნავად ასპარეზობს, რადგან სივრცეს აძლევენ. იტალიაში კი ტექნიკური ჯარიმების ხარჯზე თამაშის საშუალებას არ გაძლევენ. წლების განმავლობაში იტალიურ ფეხბურთზე ზეგავლენის მოხდენა მხოლოდ მ მოახერხა, ის ამ მხრივ საუკეთესო იყო. როგორც ჩანს, სხვებს ამისთვის დრო სჭირდებათ”, – განაცხადა ფედელემ Radio Goal-თან ინტერვიუში
შეგახსენებთ, დე ბრუინი “ნაპოლის” გასულ ზაფხულს, თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, მიმდინარე სეზონში ბელგიელმა “პარტენოპეის” მაისურით ყველა ტურნირზე 8 მატჩი გამართა, თავი კი 3 გატანილი გოლითა და 2 საგოლე პასით გამოიჩინა.
“ოსიმენი “ნაპოლიში” ვეღარ დაბრუნდება, გეტყვით, სად გააგრძელებს კარიერას” – ფედელემ ნიგერიელზე ისაუბრა
ფედელე: კვარაცხელიას შეცვლა? – მხოლოდ ღმერთის იმედი უნდა გვქონდეს
“არავითარი კლოპი, “ნაპოლი” მან უნდა ჩაიბაროს” – ფედელემ დე ლაურენტისს კიდევ ერთი რჩევა მისცა
“როცა დე ლაურენტისზე ეს გავიგე, გადავირიე” – ფედელე
AS: პსჟ კვარაცხელიას საქართველოს ნაკრებში გამოძახებით აღშფოთებულია და მისი გაშვება არ უნდა
ქოჩორაშვილი არ ათამაშეს – “სპორტინგი” “ნაპოლისთან” დამარცხდა
“კვარაცხელია შეიძლება “ლილთან” მატჩის განაცხადში მოხვდეს” – Le Parisien-ი AS-ის საპირისპირო ინფორმაციას ავრცელებს
“დე ბრუინი ლეგენდაა, ყოველთვის ვიცი, რომ თუ გავიხსნები, მიპოვის” – ჰოილუნი
“100 მილიონი დახარჯეს, მაგრამ ეს ფეხბურთელი აუცილებლად უნდა იყიდონ” – ფედელემ “ნაპოლის” შესახებ ისაუბრა
ფედელე: “კვარას” მონასავით მოექცნენ და რაღაც მოულოდნელი შეიძლება მოხდეს
პსჟ-ის ახალი ვიცე-კაპიტანი ჰყავს – ის თავად გუნდის ფეხბურთელებმა აირჩიეს
“ნაპოლიმ” “ჯენოას” თამაში შემოუტრიალა
ვინ უერთდება ნაკრებს იდეალურად და პრობლემებით – “კვარას” ამბავი
პსჟ “ლილთან” ფრეს დასჯერდა – ხვიჩა დღეს ნაკრებს შეუერთდება
ლუის ენრიკემ “კვარას” ნაკრებში გამოძახებაზე კომენტარი გააკეთა