ირაკლი აბესაძე მოსამართლეს – ირაკლი ნადირაძე 4 შვილის მამაა, წლების განმავლობაში სახელმწიფო სამსახურში მუშაობდა, თქვენი კოლეგაც გამოდის, თქვენ საგარეჯოს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იყავით რამდენიმე წლის წინ

ირაკლი ნადირაძე 4 შვილის მამაა, ის წლების განმავლობაში სახელმწიფო სამსახურში მუშაობდა, ის თქვენი კოლეგაც გამოდის, თქვენ საგარეჯოს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იყავით რამდენიმე წლის წინ, – ამ სიტყვებით მიმართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ირაკლი ნადირაძის ადვოკატმა ირაკლი აბესაძემ მოსამართლე ლელა მარიდაშვილს.
როგორც აბესაძემ აღნიშნა, ხელისუფლება კონსტიტუციიდან არის გასული, დაკავებული პირების მიზანი კი ქვეყნის კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა იყო. ამასთან, ადვოკატის თქმით, ნადირაძე დაკავებამდე 15 დღით ადრეც აცხადებდა, რომ ხელისუფლების დამხობა საჭირო იყო და ხელისუფლებას ზომები უნდა მიეღო.
„ეს იყო დასრულებული დანაშაული, პროკურატურის სტანდარტით. იმავდროულად ხელისუფლება გვეუბნება, რეჟიმის პრემიერ კობახიძის სახით, ინფორმაცია გვქონდა, რომ მათ უნდა დაეკავებინათ პრეზიდენტის ადმინისტრაცია და იმის ნაცვლად, რომ ეს თავიდან აეცილებინათ, მ თქვა, რომ მივიღეთ ტაქტიკური დავალება, რომ სანამ ძალადობა არ მოხდებოდა, არ მიგვეღო ზომებიო…
მათი[ხელისუფლების] ლოგიკით, იციან რომ დანაშაულის ჩადენას აპირებენ და ეს არ აღკვეთეს? ეს არის ხელისუფლება? მერე გააპროტესტებთ, რომ რეჟიმს ვეძახით. პოლიციელებზე და ხალხზე მზრუნველი ხელისუფლება, თუკი, კონსტიტუციური წყობის შეცვლის მოწოდება და დაორგანიზება იყო, ზომებს მიიღებდა. რატომ არ მიიღეს ზომები? გამოდის, ამ ადამიანებს საშუალება მისცეს, რომ ეს პოლიციელები დაეზიანებინათ, სინამდვილეში მათი ბედი სულ არ აღელვებთ, მათ უნდოდათ პოლიტიკურად გამოჩენილიყვნენ, რომ ვიღაცა დამხობას უპირებდა. ამ ადამიანებს კი ქვეყნის კონსტიტუციურ ჩარჩოებში დაბრუნება უნდოდათ.
ირაკლი ნადირაძე 4 შვილის მამაა, ის წლების განმავლობაში სახელმწიფო სამსახურში მუშაობდა, ის თქვენი კოლეგაც გამოდის, თქვენ საგარეჯოს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იყავით რამდენიმე წლის წინ. ირაკლი ნადირაძეს 21 წლიანი სახელმწიფო სამსახურის პირობებში ერთი დარღვევაც არ ჰქონია. ნადირაძე აცხადებდა, რომ ხელისუფლება უნდა შეცვლილიყო და კონსტიტუციურ ჩარჩოებში დაბრუნებულიყო, ის არ აპირებდა, სახელმწიფო სამსახურში დაბრუნებას. იგივე იყო პაატა ბურჭულაძის შემთხვევაშიც, მათ არანაირი პოლიტიკური თანამდებობის მიზანი არ ჰქონიათ.
კითხვა უნდა დავსვათ, მაშინ რისთვის გაწირეს მათ თავიანთი ქმედებით თავი, ოჯახი, მათი, სიმშვიდე? მურთაზის მსგავსი იურისტი ცოტაა, ანუ ასე წავიდა დანაშაულზე და მტკიცებულებები დაუტოვა პროკურატურას? მათი მხრიდან რეალური, გულწრფელი სურვილი და კონსტიტუციური ამოცანა იყო დასახული. არანაირი დანაშაული მათი მხრიდან არ მომხდარა“, – განაცხადა აბესაძემ.
მან მოსამართლეს ირაკლი ნადირაძის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების შუამდგომლობით მიმართა.
ცნობისთვის, მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად); 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა) და 317-ე მუხლით (მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ლაშა ბერიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ს ბრალდება 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ