ბექა ბასილაია – საქართველოს პატრიოტები „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა გაასამართლა – არანაირი ილუზია არ არსებობდა, რომ მოსამართლე სხვაგვარ გადაწყვეტილებას მიიღებდა

დღეს გვქონდა ვითარება, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირები, საქართველოს პატრიოტები „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა გაასამართლა – არანაირი ილუზია არ არსებობდა, რომ მოსამართლე სხვაგვარ გადაწყვეტილებას მიიღებდა, – ამის შესახებ 4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებული მურთაზ ზოდელავასა და პაატა მანჯგალაძის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, თუ ვინმე ამ ქვეყანაში ჯგუფურ ძალადობას ახორციელებს, ეს არის „ქართული ოცნება“ და მის მიერ ორგანიზებული დაჯგუფებები.
„ბუნებრივია, ჩვენ ზუსტად ვიცოდით, რომ ეს გადაწყვეტილება იქნებოდა. არანაირი ილუზია არ არსებობდა, რომ სხვაგვარ გადაწყვეტილებას მიიღებდა ქალბატონი ლელა მარიდაშვილი, მით უმეტეს, აღმოჩნდა, რომ თავად ქალბატონი ლელა სულ ორიოდე წლის წინ „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენდა ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის საკრებულოში. ანუ დღეს გვქონდა ვითარება, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირები, საქართველოს პატრიოტები გაასამართლა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა,“ – განაცხადა ბასილაიამ.
ცნობისთვის, მოძრაობა “რუსთაველის გამზირის“ ლიდერებს – პაატა ბურჭულაძეს, ყოფილ მთავარ პროკურორს, მურთაზ ზოდელავას, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ირაკლი ნადირაძეს, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთ ლიდერს, სა და პოლკოვნიკ ლაშა ბერიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.