ევროპარლამენტმა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმების გამარტივებას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტმა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმების გამარტივებას მხარი დაუჭირა – კენჭისყრაზე ამ გადაწყვეტილებას 518-მა ევროდეპუტატმა დაუჭირა მხარი.

კენჭისყრაზე უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმების გამარტივების წინააღმდეგი 96 ევროდეპუტატი იყო, ხოლო 24-მა თავი შეიკავა.

ახლა მხოლოდ ერთი ნაბიჯი რჩება ვიდრე ეს გადაწყვეტილება ძალაში შევა. სავარაუდოდ, ნოემბერში, ბრიუსელში, საბოლოო გადაწყვეტილებას მინისტრთა საბჭო მიიღებს.

ცნობისთვის, კენჭისყრამდე ევროპარლამენტში დებატები გაიმართა, სადაც დეპუტატებმა განაცხადეს, რომ უვიზო რეჟიმით არ უნდა ისარგებლონ იმ ქვეყნების მთავრობის მაღალჩინოსნებმა და დიპლომატებმა, რომლებიც ადამიანის უფლებებს მასობრივად არღვევენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა ვაჩეიშვილი: რა ოჯახის სიწმინდე – ახალგაზრდებს ოჯახს აცილებთ, სცემთ, აჯარიმებთ, ციხეში სვამთ, ბავშვებს წამალს არ აძლევთ, დედებს საქართველოდან უცხო ოჯახებში მიერეკებით სარჩოს საძებნად…

კახა ჯაფარიძე: ოჯახის შექმნას და ბავშვის ყოლას ახალისებს სტაბილური შემოსავალი, როცა იცი, რომ ხვალ სამსახურიდან უმიზეზოდ არ გაგაგდებენ. ასევე ხელმისაწვდომი საცხოვრებელი და არა 30-წლიანი იპოთეკა დოლარში