“4 ოქტომბერს პირველად საქართველოს ისტორიაში შეიკრიბა მთელი საქართველოდან წარმომადგენლები, რადგან ჩვენ ვიგრძენით, რომ ჩვენი საქართველო იყო საფრთხეში და ჩავატარეთ ეროვნული კრება, სოფელი არ დარჩა საიდანაც წარმომადგენელი არ იყო, გალიდან და სამაჩაბლოდან იყვნენ სპეციალურად ჩამოსულები… ჩვენ ვფიქრობთ, რომ დღეს საქართველო არის დაღუპვის გზაზე და არის გადასარჩენი.. ცოტა დრო დასჭირდება, როცა მეცნიერები, იურისტები, კონსტიტუციონალისტები დასხდებიან და აღნიშნავენ ამ დღეს როგორც ისტორიულ თარიღს…
რომ არ მცოდნოდა ვინ ვარ, ვიფიქრებდი, რომ ტერორისტი ვარ… ქართულ ოცნებას უნდა წარმოადგინოს, რომ აქ სხედან ტერორისტები, ვინ დაიჯერებს, რომ ადამიანი, რომელიც ჩემი ცხოვრება ბავშვებს ვეხმარებოდი. მოვუწოდებდი ვინმეს რომ მიდით დაარტყით დანა და მოკალით, დაიჯერებთ? მე ვეხმარებოდი ყოველთვის ბავშვებს, მომაძახეს სხვა ქვეყანაშიო, დიახ სხვა ქვეყანაში, მტრის ბავშვებს ვეხმარებოდი, რადგან ბავშვები იყვნენ…
სანამ ჩავედით იმ სასახლესთან უკვე ჯებირი მოტეხილი იყო და როცა დავინახე რომ შეტაკება იწყება, გადავძვერი და მივედი პოლიციასთან, ბიჭებო არ გინდათ, მე აქეთ ვაჩერებდი, მურთაზი იქით და ამათ ეძახიან, რომ ჩვენ მოვუწოდებდით ხალხს…
ერთხელ მომასხეს სპრეი, მეორედ სპრეი და რომ წამოვედი, მე გავხდი ცუდად, გადავყლაპე და მეწვოდა ყველაფერი, მომათავსეს საავადმყოფოში, შემოვიდა პოლიციის უფროსი 8 თანმხლები პირით, 7 ავტომატით დამადგნენ თავზე, კარგით რა… მერე იტყვით, რატომ არ უყვარს პოლიცია ხალხს. ცოტა ხნის უკან გამოკითხვა იყო და პატრიარქის მერე, პოლიცია მოდიოდა ყველაზე სანდოდ, ახლა გამოკითხეთ აბა, ეს იმიტომ, რომ მაშინ კანონს ემსახურებოდით და ახლა რეჟიმს” – თქვა პაატა ბურჭულაძემ სასამართლო პროცესზე. ბურჭულაძის სიტყვას “რადიო თავისუფლება” ავრცელებს.




