[PHOTO] “არ შეიძლება მისი დედა იყოს… 20 წლის გოგოს წააგავს” – “კაირატის” მეკარის დედამ ყველა გააოგნა

“კაირატის” 18 წლის მეკარის შერხან კალმურზას დედა საულე რაბაევამ სოციალური ქსელის მომხმარებლები გაოგნებული დატოვა. მისმა შვილმა ჩემპიონთა ლიგაზე ლიგის ფაზის საწყის 2 ტურში 9 გოლი გაუშვა, მაგრამ 11 სეივიც შეასრულა.
რაბაევამ სოციალური ქსელის მეშვეობით თავის ვაჟს მხარდაჭერა გამოუცხადა და დაწერა: “შვილო, შენ საუკეთესო ხარ! შენ ჩემი სიამაყე ხარ და რაც შეგეძლო, ყველაფერი გააკეთე!”, – წერს რაბაევა.
ქალბატონმა ამ პოსტის შემდეგ პოპულარობა სწრაფად მოიპოვა და Instagram-ზე 40 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს. ბევრი მათგანი შოკირებული იყო და ვერ იჯერებდა, რომ ის კალმურზას დედა იყო და შემდეგ კომენტარებს წერენ:
“ეს მისი დედაა?!”
“არავითარ შემთხვევაში არაა შესაძლებელი დედა იყოს, დას უფრო წააგავს”.
“დედა ძალიან ახალგაზრდულად გამოიყურება. ის 20 წლის გოგონას ჰგავს, შვილი კი 18 წლისაა”.
“ეს უბრალოდ წარმოუდგენელია!”
შეხსენებისთვის, კალმურზა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში მესამე ყველაზე ახალგაზრდა მეკარე გახდა.
“კილიანი მსოფლიოში საუკეთესო გახდება, მას ზურგს შესანიშნავი გუნდი უმაგრებს” – რაფა ნადალმა ფრანგზე ისაუბრა
“კაირატის” გულშემატკივარმა “რეალთან” მატჩის ბილეთში BMW გაცვალა