ერთხელ ნული თანაგრძნობა ამ ადამიანების მიმართ – კობახიძე უწყვეტი პროტესტის მონაწილეებზე

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი უწყვეტი საპროტესტო აქციის მონაწილეებს ემუქრება, რომლებიც ყოველ დღე რუსთაველის გამზირს კეტავენ.
კობახიძის თქმით, 300 დღეზე მეტია ეს ადამიანები „ქვეყანას არ ასვენებენ და ამას აკეთებს ერთი და იგივე 500 კაცი როტაციით“.
„დაელოდონ ჩვენს მეთოდურ და სისტემურ ნაბიჯებს, არავის არ მივცემთ, მით უმეტეს, 100 და 150 კაცს არ მივცემთ საბოლოო ჯამში 4 მილიონ ადამიანზე ძალადობის შესაძლებლობას, ამას არ დავუშვებთ. როცა გამოდის 100 უცხოელი აგენტი, სამარცხვინო უცხოელი აგენტი და ძალადობს 4 მილიონ ადამიანზე, მის ეკონომიკაზე, მის ეროვნულ ინტერესებზე, ამას ვერავითარ შემთხვევაში ვერ დავუშვებთ. კიდევ ერთხელ ნული თანაგრძნობა ამ ადამიანების მიმართ. ჩვენ ვიმოქმედებთ კანონის შესაბამისად, კონსტიტუციის შესაბამისად. დაცული იქნება ძირითადი უფლებების სტანდარტები, ყველაფერი იქნება დაცული, მაგრამ ნული თანაგრძნობა ამ ადამიანების მიმართ.
მე კიდევ ერთხელ არ გამოვრიცხავ, რომ ამ ადამიანებს შორის, იქ რომ დგას 150 კაცი, 10-15 კაცი იყოს მართლა გულწრფელი სულელი, მაგრამ მათ მიმართაც ჩვენი თანაგრძნობა იქნება ნული. სისულელეც არის დასჯადი, როცა შენ უპირისპირდები ეროვნულ ინტერესებს. როცა ხვდები, რომ ინტელექტი არ გაქვს მაგდენი, რომ ელემენტარული გაიაზრო, რომ უცხოური დავალებებით მოქმედ სცენარში ხარ შენ ჩაწერილი, ესეც არის ერთგვარი დანაშაული. ამიტომ თანაგრძნობა მათ მიმართაც ვერ იქნება“, – განაცხადა მ „რუსთავი 2-თან“.