ასტანაში გაქრა ყოფილი პრეზიდენტის, ნაზარბაევის ძეგლი

ასტანაში, თავდაცვის ეროვნული უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიიდან გაქრა ყაზახეთის ყოფილი პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის ძეგლი. უნივერსიტეტის მესვეურებმა 12 იანვარს უარი განაცხადეს დაეკონკრეტებინათ რატომ მოიხსნა ძეგლი, მხოლოდ განაცხადეს, რომ ძეგლი შაბათ-კვირას გაქრა.
სამხედრო ფორმაში ჩაცმული ნაზარბაევის ძეგლი 2020 წელს გაიხსნა, ყოფილი პრეზიდენტის მე-80-ე დაბადების დღის აღსანიშნავად.
2022 წლის იანვარში ქვეყანა მოიცვა უპრეცედენტო ანტისამთავრობო გამოსვლებმა, რომლებსაც მსხვერპლი მოჰყვა და რომელთა შედეგადაც დასუსტდა ნაზარბაევისა და მისი კლანის გავლენები. მისი ნათესავები და ახლობლები დათხოვნილ იქნენ ოფიციალური და ბიზნეს-პოზიციებიდან, რამდენიმე მათგანი დააპატიმრეს.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში დასკვნა უმძიმესია, დეტალიზებულია საქართველოს ავტოკრატია, დიქტატურად გადაქცევის „ქოცური“ მცდელობები – ეს არის „ქართული ოცნების“ საერთაშორისო რეპუტაციის საბოლოო ვერდიქტი

ალექსანდრე მაისურაძე – საქართველოს მთავრობა გამოხატავს ღრმა შეშფოთებას „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშთან დაკავშირებით – შეიცავს სერიოზულ ფაქტობრივ უზუსტობებს, შერჩევით ინტერპრეტაციებს, პოლიტიკურად მიკერძოებულ დასკვნებს, რაც ეჭვქვეშ აყენებს მის სანდოობას