გოჩა მირცხულავა: იქნებ ახლა დროა, მართლა ერთად ვიფიქროთ – რა უნდა მოხდეს შემდეგ?

ჟურნალისტი გოჩა მირცხულავა:
რას ვფიქრობ და რას გთავაზობთ მსჯელობისთვის
4 ოქტომბერმა ერთ რამეს ნათლად გვაჩვენა: საპროტესტო ელექტორატი გაცილებით უფრო მრავალრიცხოვანია, ვიდრე მმართველი პარტიის რეალური მხარდამჭერი.
ეს მხოლოდ სტატისტიკა არ არის – ეს არის მტკიცებულება, რომ საზოგადოება გაცილებით უფრო ძლიერია, ვიდრე იმედი, რომელიც მას წაართვეს.
ამიტომ ვფიქრობ, დროა დავიწყოთ საუბარი სრულიად ახალი პოლიტიკური ფორმატის შექმნაზე.
არა მორიგი პარტიული კოალიციის, არამედ საზოგადოების ერთიანი სტრატეგიის შესახებ.
ფიქრი იმაზე, როგორ უნდა ვაქციოთ ემოცია სისტემურ ნაბიჯად.
✍️ პირველი ნაბიჯი: ხელმოწერების შეგროვების დაწყება
ვფიქრობ, შეგვიძლია დავიწყოთ ხელმოწერების შეგროვება სამოქალაქო ნების დასაფიქსირებლად.
სამი ძირითადი მოთხოვნით:
1️⃣ პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივი გათავისუფლება;
2️⃣ ვადამდელი საპარლამენტო ს ჩატარება;
3️⃣ საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმა – სამართლიანობისა და გამჭვირვალობის პრინციპით.
ეს სამი პუნქტი შეიძლება გახდეს საზოგადოების ერთიანი პოზიციის დემონსტრირება.
🤝 რა გზაზე უნდა შევთანხმდეთ
თუ რეალურად დავაყენებთ ვადამდელი არჩევნების ჩატარების შედეგს – მინიმუმ 6 თვიანი პერსპექტივით – განვიხილოთ ასეთი მოდელი:
1️⃣ არჩევნებში მონაწილეობს მხოლოდ ერთი საერთო სია – ოპოზიციური ფლანგის;
2️⃣ არც ერთი პარტია დამოუკიდებლად არ იღებს მონაწილეობას;
3️⃣ თითოეული პარტიიდან სიაში შევა მხოლოდ ორი წარმომადგენელი – სულ არაუმეტეს 12 ადამიანისა, რომლებიც პარლამენტში არ დაიკავებენ არანაირ თანამდებობებს;
4️⃣ 88 ადგილი შეივსება საზოგადოების წარმომადგენლებით – საზოგადოებრივი ჯგუფების მიერ ღია შიდა არჩევის გზით;
5️⃣ არჩეული 100 ადამიანი ხმების უმრავლესობით მოიწვევს დამატებით 50 დამოუკიდებელ ადამიანს (პროფესიული ნიშნით) – პარტიული წარსულის გარეშე;
6️⃣ კამპანია ჩატარდება ერთიანი ხედვით, ერთი საარჩევნო სტრატეგიით.
🧭 გამჭვირვალობის პრინციპი
ნებისმიერი ახალი ფორმატი უნდა იყოს თავიდანვე ღია და გამჭვირვალე.
1️⃣ არჩევნებამდე უნდა გამოცხადდეს რეფორმების გეგმა –
სასამართლო, საგარეო და საშინაო პოლიტიკა, ეკონომიკა, სოციალური სფერო, განათლება… ყველაფერი, რაც განსაზღვრავს ქვეყნის მიმართულებას.
2️⃣ სიის ფორმირებამდე უნდა დასახელდეს მინისტრთა კაბინეტი და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, რათა ხალხმა წინასწარ იცოდეს, ვის აძლევს უფლებას მართოს ქვეყანა.
🇬🇪 ორი წლის გარდატეხა
ასეთი ერთიანი ძალა რეალურად შეძლებს გამარჯვებას.
მისი მიზანი უნდა იყოს ორწლიანი გარდატეხის პერიოდი, როდესაც განხორციელდება საკანონმდებლო და ინსტიტუციური რეფორმები,
რის შემდეგაც ჩატარდება ახალი, სამართლიანი არჩევნები –
სადაც ყველა პოლიტიკური ძალა თანასწორად იბრძოლებს.
💬 და ბოლოს
ეს არ არის საბოლოო გეგმა.
ეს არის შეთავაზება მსჯელობისთვის.
იდეა იმისთვის, რომ დავიწყოთ ფიქრი – როგორ შეიძლება სამოქალაქო ენერგია გადაიქცეს გეგმად, რომელიც ქვეყნის მომავალს განსაზღვრავს.
არა ვიღაცის სახელით, არამედ ჩვენს სახელით.
არა ემოციით, არამედ აზროვნებითა და პასუხისმგებლობით.
🇬🇪 იქნებ ახლა დროა, მართლა ერთად ვიფიქროთ – რა უნდა მოხდეს შემდეგ?
ვინ იქნება გეგმის წინააღმდეგი – რა თქმა უნდა, პოლიტიკური პარტიები, მაგრამ მათ თუ დავაყენებთ ფაქტის წინაშე, ისინი იძლებულები გახდებიან ითამაშონ საზოგადოებისთვის მისაღები წესებით.
(დაინტერესების შემთხვევაში მზად ვარ ცალკეულ ჯგუფებს წავუდგინო უფრო დეტალური ხედვა. რა თქმა უნდა, მისი მოდიფიცრება არის შესაძლებელი და არანაირად არ ვაპირებს ამ იდეის გამო რაიმე სახის დივიდენდების მოთხოვნას. )