რაფაელ ურაზბახტინი სკეპტიკურად მიუდგა იმ საჩუქარს, რომლებიც “ქაირატის” ფეხბურთელს გადაეცა.
“ქაირატის” მეკარემ, შერხან კალმურზამ “რეალთან” ჩემპიონთა ლიგის მატჩის შემდეგ (0:5) ავტომობილი მიიღო საჩუქრად.
“ჩვენ ვერ ავუკრძალავთ ბიზნესმენებს, რომ ასეთი საჩუქრები გასცენ. თუმცა აქაც საჭიროა სწორად გავიგოთ — ერთი მოთამაშის გამორჩევა არასწორია. ეს გუნდური სპორტია. ჩემი აზრით, თუ სურთ დახმარება, დაე, კლუბს დაეხმარონ, მაგალითად. ან თუ აპირებენ საჩუქრების მიცემას, მაშინ ყველას უნდა მისცენ, ხომ გესმით?
მე ვერ ვასწავლი მათ, ვინც ასეთ საჩუქრებს აძლევს. მაგრამ ჩვენი გუნდური მუშაობის და პრინციპების თვალსაზრისით, ერთის გამორჩევა ნამდვილად არასწორია. კლუბშიც მსგავსი მიდგომა გვაქვს — ჩვენ გუნდი ვართ. თუ რამეს აძლევ, ყველას უნდა მისცე. ან იქნებ კლუბს მისცე — მაგალითად ავტობუსი ან მინიავტობუსი. ჩემი პოზიცია ასეთია — ბუნებრივია, ეს არასასურველია. მაგრამ მეორეს მხრივ, აკრძალვაც ვერ შემიძლია” — განაცხადა “ქაირატის” მთავარმა მწვრთნელმა რაფაელ ურაზბახტინმა.
“ბედნიერი ვარ თუ არა, რომ სათამაშო დრო მომეცა?” – შჩესნის მოულოდნელი პასუხი
“კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს” – ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა
“ლივერპული” პრემიერლიგის “გალაქტიკოსი” გახდა” – ჯეიმი კარაგერი
ქუთაისის “ტორპედო” “კაირატთან” დამარცხდა
“კაირატის” ფეხბურთელმა უხამსი ჟესტისთვის წითელი ბარათი მიიღო [VIDEO]
[VIDEO] კაშიას “სლოვანი” ზარიას და გადრანის “კაირატთან” პენალტების სერიაში დამარცხდა
“კაირატის” გულშემატკივარმა “რეალთან” მატჩის ბილეთში BMW გაცვალა
