„ჟორჟ მიქაუტაძე, სახალხო ფეხბურთელი“, – ამ სათაურით გამოაქვეყნა წერილი ესპანურმა გამოცემა castellonaldia-მ.
„ქართველმა თავდამსხმელმა, რომელმაც ლა ლიგაში გატარებულ სულ რაღაც ერთ თვეში „ვილიარეალის“ გულშემატკივრები გოლების გატანის უნარით მოხიბლა.
ჟორჟ მიქაუტაძე „ვილიარეალში“ სატრანსფერო „ფანჯრის“ ბოლოს ჩავიდა და კლუბის ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებული შენაძენი გახდა – „ლიონის“ საბანკო ანგარიშზე 30 მილიონი ევრო აღმოჩნდა იმ ფეხბურთელის სანაცვლოდ, რომელმაც გულშემატკივრების გული თითქმის მოსვლისთანავე მოიგო.
იგი პირველივე დღიდან ესპანურად აქვეყნებდა პოსტებს სოციალურ ქსელებში და ხშირად ნახავთ, როგორ სეირნობს ქალაქში, როგორც ადგილობრივი მაცხოვრები, მოთმინებით ჩერდება ფოტოების გადასაღებად და გულშემატკივრებისთვის ავტოგრაფების დასარიგებლად.
სულ რაღაც ერთი თვის წინ, როდესაც „ლიონი“ დატოვა, თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე და „ლიონს“ ემოციურად დაემშვიდობა. ზაფხულში ფრანგული კლუბი იძულებული გახდა ფინანსური პრობლემების მოსაგვარებლად და მეორე დივიზიონში გავარდნის თავიდან ასაცილებლად თანხები მოეძიებინა და ბევრი მოთამაშე გაუშვა.
მიქაუტაძე „ვილიარეალში“ დაუახლოვდა მეკარე არნაუ ტენასს, რომელიც პსჟ-ში გატარებული ორი წლის შემდეგ ფრანგულად თავისუფლად საუბრობს – გასულ ოთხშაბათს მან მიქაუტაძის ტიპური ჟესტი გაიმეორა „იუვენტუსთან“ ქართველი ფეხბურთელის გოლის აღნიშვნისას.
ახალ გუნდში გატანილმა გოლებმა ნათლად აჩვენა მიქაუტაძის, როგორც სწრაფი, ტექნიკური მოთამაშის თვისებები, რომელმაც იცის პოზიციის შერჩევა და კარგად ურთიერთობს თანაგუნდელებთან. ამიტომ „მეფე“ მიქაუტაძე მეტოქეებისთვის „ვილიარეალის“ ერთ-ერთი მთავარი საფრთხე იქნება“, – წერს ესპანური გამოცემა.
