საქართველოს ეკონომიკა 7.5%-ით გაიზრდება 2025 წელს – Galt & Taggart

საქართველოს ეკონომიკა 7.5%-ით გაიზრდება 2025 წელს – ამის შესახებ ნათქვამია Galt & Taggart–ის კვირის მიმოხილვაში.
„საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის აგვისტოში რეალური მშპ წლიურად 6.6%-ით გაიზარდა, წინა თვეში არსებული 6.5%-იანი წლიური ზრდის შემდეგ. ჯამურად, 2025 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს
ეკონომიკა წლიურად 7.9%-ით გაიზარდა. აგვისტოს ზრდა ძირითადად განაპირობა ინფორმაცია და კომუნიკაციის, საფინანსო, პროფესიული და სამეცნიერო საქმიანობის, ენერგეტიკის და ვაჭრობის დარგებმა. ამასთან, კლება
დაფიქსირდა მშენებლობის და დამამუშავებელი მრეწველობის დარგებში. ჩვენი პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა 7.5%-ით გაიზრდება 2025 წელს, ხოლო 6.0%-ით 2026 წელს“ – ნათქვამია კვირის მიმოხილვაში.