“გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია სოლიდარობას უცხადებს “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთ ლიდერს, პაატა მანჯგალაძეს. ის ამბობს, რომ მანჯგალაძე უნდა გათავისუფლდეს და მზად არის, თავდებში ჩაუდგეს მას.
ხვიჩია მოუწოდებს სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს, მხარი დაუჭიროს ამ საკითხში.
“ჩემი აზრით, ყველა მეათე მოწვევის პარლამენტის წევრმა, ვინც მას იცნობს იცის, რომ პაატა მანჯგალაძე არაფერ შუაში არაა რევოლუციასთან და ტყუილად გაიშარა. ეს იმდენად აშკარა და ცხადი უსამართლობაა, რომ არ შეიძლება პაატა ამ სისულელის გამო სისხლის სამართლის წესით იჯდეს ციხეში. მე ვფიქრობ, რომ ის უნდა გამოუშვან დაუყოვნებლივ და შემიძლია პირადად ჩავუდგე თავდებში, როგორც ადამიანს და კოლეგას, რომელსაც ვიცნობ და მჯერა, რომ არანაირ რევოლუციას ის არ აწყობდა და აბსოლუტურად ტყუილად გაშარეს. ჩემს მეგობარს ლევან იოსელიანსაც მინდა ვთხოვო მხარდაჭერა ამ საქმეში, რადგან მჯერა რომ ისიც ჩემნაირად იცნობს პაატას და მასაც ისევენაირად აბსურდულად მიაჩნია მისი რევოლუციონერობა, როგორც მე. (შემეძლო პირადად მეთქვა ლევანისთვის ეს, მაგრამ საჯარო პროცესია და მინდა საჯაროდ დავიწყო ლაპარაკი ამაზე). ამ პოსტით მე არ ვამტკიცებ, რომ პაატას გარდა ყველა ვინც დაკავებულია დამნაშავეა, მაგრამ პაატას რევოლუციონერობა იმხელა აბსურდია, რომ ამაზე თვალის დახუჭვა ტეხავს იმ ხალხისაგან, ვინც მას ვიცნობთ”, – წერს იაგო ხვიჩია.
· სსკ-ის 317-ე მუხლი: მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ;
· სსკ-ის 187-ე მუხლი: ნივთის დაზიანება ან განადგურება;
· სსკ-ის 222-ე მუხლი: სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება;
· სსკ-ის 225-ე მუხლი: ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობას.
