იაგო ხვიჩია მზად არის თავდებში ჩაუდგეს პაატა მანჯგალაძეს, რომელიც ხელისუფლების დამხობის მოწოდების ბრალდებით დააკავეს

„გირჩის“ თბილისის მერობის კანდიდატი და მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი თავდებში უდგება ყოფილ კოლეგას „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურ მდივანს, ს, რომელიც 4 ოქტომბრის ღამეს ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების გამო დააკავეს.
ხვიჩია „ფეისბუკში“ გამოქვეყნებული პოსტით საჯაროდ მიმართავს სახალხო დამცველ ლევან იოსელიანსაც, რომელიც ასევე იყო მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი.
„ჩემი აზრით, ყველა მეათე მოწვევის პარლამენტის წევრმა, ვინც მას იცნობს, იცის, რომ პაატა მანჯგალაძე არაფერ შუაში არაა რევოლუციასთან და ტყუილად გაიშარა…
მე ვფიქრობ, რომ ის უნდა გამოუშვან დაუყოვნებლივ და შემიძლია პირადად ჩავუდგე თავდებში, როგორც ადამიანს და კოლეგას, რომელსაც ვიცნობ და მჯერა, რომ არანაირ რევოლუციას ის არ აწყობდა და აბსოლუტურად ტყუილად გაშარეს“, – აცხადებს იაგო ხვიჩია.
4 ოქტომბრის აქციის საორგანიზაციო კომიტეტის ხუთივე წევრი: პაატა მანჯგალაძე, პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე და ლაშა ბერიძე, პოლიციამ 4 ოქტომბერს, ღამით დააკავა. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ თქვა, რომ „მათ ბრალად ედებათ საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება, ასევე ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა“.
ხუთივე მათგანს ბრალი უკვე წაუყენეს, მათ აღკვეთის ღონისძიებაზე თბილისის საქალაქო სასამართლო ხვალ, 7 ოქტომბერს იმსჯელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო 4 ოქტომბერს დედაქალაქში განვითარებული მოვლენების გამო საქმე აღძრა სისხლის სამართლის კოდექსის ოთხი მუხლით:
· 317-ე: მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ;
· 187-ე: ნივთის დაზიანება ან განადგურება;
· 222-ე: სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება;
· 225-ე: ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობას.
4 ოქტომბერს დედაქალაქში მასობრივი აქცია გაიმართა – თვითმმართველობის ს პარალელურად გამართული აქციის მიზანი „ხელისუფლების მშვიდობიანად დამხობა“ იყო.
„ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრმა და პარტიის თავმჯდომარემ, მ თქვა, რომ დამხობის მცდელობა ჩავარდა, ყველა ის ადამიანი კი, რომელიც მასში მონაწილეობდა, მკაცრად დაისჯება. მისი სიტყვებით, „30-ზე ბევრად მეტი უსინდისო მოძალადე გახდებოდა დასაჭერი“.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ