კასპის სოფელ ფერმაში 12 წლის მოზარდი ბასრი საგნით დაჭრეს – არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანს დაზიანება თანატოლმა მიაყენა

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერმაში 12 წლის მოზარდი დაჭრეს.
არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანს ხელზე დაზიანება ბასრი საგნით თანატოლმა მიაყენა.
მოზარდი გადაუდებელი დახმარების აღმოჩენის შემდეგ კლინიკიდან უკვე გაწერეს.
როგორც “ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”