“ჩემი იდეა ვერ განხორციელდა, დავტოვე კანცლერის პოზიცია და პუტინმაც დაიწყო აგრესია” – ანგელა მერკელის სკანდალური განცხადება

გერ­მა­ნი­ის ყო­ფი­ლი კან­ცლე­რის, ან­გე­ლა მერ­კე­ლი მი­იჩ­ნევს, რომ პო­ლო­ნე­თი­სა და ბალ­ტი­ის ქვეყ­ნე­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა ის, რომ პუ­ტინ­მა უკ­რა­ი­ნა­ში ომი და­ი­წყო. ამის შე­სა­ხებ მან უნ­გრულ მე­დი­ა­ორ­გა­ნი­ზა­ცია “პარ­ტი­ზან­თან” ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და.
· მერ­კელ­მა პო­ლო­ნე­თი და ბალ­ტი­ის­პი­რე­თის ქვეყ­ნე­ბი ასე­ვე და­ა­და­ნა­შა­უ­ლა რუ­სეთ­სა და ევ­რო­კავ­შირს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­წყვე­ტა­ში.
რო­გორც ან­გე­ლა მერ­კე­ლი თვლის, პო­ლო­ნე­თის მიერ მინ­სკის შე­თან­ხმე­ბე­ბის მხარ­და­ჭე­რა­ზე უა­რის თქმამ სა­ბო­ლო­ოდ უბიძ­გა რუ­სეთს 2022 წელს უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რის­კენ.
ყო­ფი­ლი კან­ცლე­რის გან­ცხა­დე­ბით, მინ­სკის პირ­ველ­მა შე­თან­ხმე­ბამ, რო­მე­ლიც 2014 წელს შედ­გა, 2015 წლი­დან 2021 წლამ­დე “მშვი­დო­ბა და­ამ­ყა­რა“ და უკ­რა­ი­ნას, თა­ვი­სი მი­წე­ბის და­საბ­რუ­ნებ­ლად “ძა­ლე­ბის მოკ­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა“ მის­ცა.
· აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ შე­თან­ხმე­ბი­დან ოთხი თვის შემ­დეგ, 2015 წლის იან­ვარ­ში, რუ­სე­თი და “დო­ნეც­კის სა­ხალ­ხო რეს­პუბ­ლი­კა“ უკ­რა­ი­ნის ჯა­რებს მა­ინც და­უ­პი­რის­პირ­დნენ, თუმ­ცა მერ­კე­ლი ამ­ბობს, რომ რუ­სეთ­მა ამ შე­თან­ხმე­ბის უგუ­ლე­ბელ­ყო­ფა 2021 წლის შემ­დეგ და­ი­წყო.
“სწო­რედ ამი­ტომ მინ­დო­და ახა­ლი ფორ­მა­ტი, სა­დაც პუ­ტინ­თან ევ­რო­კავ­ში­რის სა­ხე­ლით პირ­და­პირ სა­უ­ბარს შევ­ძლებ­დით. მაგ­რამ ზო­გი­ერ­თი ამას მხარს არ უჭერ­და. ესე­ნი ძი­რი­თა­დად ბალ­ტი­ის­პი­რე­თის ქვეყ­ნე­ბი იყ­ვნენ, თუმ­ცა პო­ლო­ნე­თიც წი­ნა­აღ­მდე­გი იყო. ჩემი იდეა ვერ გან­ხორ­ცი­ელ­და, დავ­ტო­ვე კან­ცლე­რის პო­ზი­ცია და პუ­ტინ­მაც და­ი­წყო აგ­რე­სია”, – აცხა­დებს ან­გე­ლა მერ­კე­ლი.