IRI პოლიტიკური პარტიების რეიტინგებს აქვეყნებს

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი, (IRI) პოლიტიკური პარტიების რეიტინგებს აქვეყნებს. კვლევის შედეგებში ჩანს, რომ კითხვაზე, რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, ამ კვირას რომ ტარდებოდეს, გამოკითხულთა 25% ამბობს, რომ “ქართულ ოცნებას”, 13% – “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”, 4% კი პარტიას – “საქართველოსთვის” მისცემდა. აღსანიშნავია, რომ გამოკითხულ მოქალაქეებს პარტიებს შორის თავიანთი პირველი და მეორე არჩევანი უნდა დაეფიქსირებინათ.
კვლევის სრული შედეგები კი ასე გამოიყურება:
· “ქართული ოცნება” – 25%
· “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – 13%
· “საქართველოსთვის” – 4%
· “სტრატეგია აღმაშენებელი” – 3%
· “გირჩი” – 3%
· “გირჩი – მეტი თავისუფლება” და “დროა” – 2%
· “ლელო” – 2%
· “ლეიბორისტული პარტია” 2%
· “მოქალაქეები” – 2%
· “ხალხისთვის” – 2%
· “ხალხის ძალა” – 1%
· “პატრიოტთა ალიანსი” – 1%
· “ალტ-ინფო” – 1%
· “ევროპული საქართველო” – 1%
ასევე, გამოკითხული რესპონდენტების 18% ამბობს, რომ არ იცის 6% პასუხობს, რომ არჩევნებში მონაწილეობას საერთოდ არ მიიღებდა, 5%-მა კი პასუხის გაცემაზე უარი განაცხადა.