ლაშა ბუღაძე: უამრავი მისი კოლეგა, ვისაც გზა გაუკვალა ამ ადამიანმა და ვარსკვლავებს შორის დააყენა აქ თუ მსოფლიოს სხვადასხვა სცენაზე, ჯერაც დუმს…

მწერალი ლაშა ბუღაძე:

პაატა ბურჭულაძის დაკავებას მსოფლიო ოპერის ვარსკვლავები ეხმიანებიან და აქ კი მისი ერთი-ორი კოლეგის სოლიდარობის ტექსტიღა შემომხვდა. უამრავი მისი კოლეგა, ვისაც გზა გაუკვალა ამ ადამიანმა და ვარსკვლავებს შორის დააყენა აქ თუ მსოფლიოს სხვადასხვა სცენაზე, ჯერაც დუმს… მადლობა გადაუხადეთ ან სოლიდარობის ზოგადი სიტყვები მაინც თქვით განსაცდელში აღმოჩენილი 70 წლის კაცის გასამხნევებლად! რა ქნა, რა დაიჯერა, სად შეცდა და რა გამოუვიდა, ერთია, მაგრამ საქართველოს და თქვენი უკეთესი მომავლისთვის რომ გაწირა თავი სხვებთან ერთად, ეს ხომ ფაქტია! ნუ დუმხართ! უმადურება გულისამრევია!

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – „დიპ სტეიტის“ გეგმა საქართველოში საკუთარი აგენტურის გამოყენებით რუსოფობიის ხელოვნურად გაღვივებასთან დაკავშირებით არის ქვეყნის, ქართველი ხალხისა და მისი სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიტანილი შტურმის თვისებრივად ახალი ეტაპი