ინგლისის პრემიერ ლიგის მე-7 ტურში “სიტიმ” გასვლაზე “ბრენტფორდი” 1:0 დაამარცხა. ეს გამარჯვება მანჩესტერული გუნდის მთავარი მწვრთნელის ხოსეპ გვარდიოლასთვის ინგლისის ჩემპიონატში 250-ე აღმოჩნდა.
პეპმა მატჩის შემდეგ სიხარული ვერ დამალა და აღნიშნა, რომ გუნდის თამაში უკეთესდება, რაც ძალიან მოსწონს.
“ყველა მწვრთნელს, რომელიც დავამარცხე, ვახშამზე ვეპატიჟები. მათთან ერთად ყოფნა დიდი პატივია. აქ 10 სეზონია ვმუშაობ, 250 გამარჯვება ბევრია. არ ვიცოდი, რომ რეკორდი მოვხსენი, მაგრამ სასიამოვნოა.
შესანიშნავი პირველი ტაიმი გვქონდა, ჩავატარეთ თამაში, რომელიც ბევრი თვალსაზრისით ჩვენს საუკეთესო მაჩვენებელთან ახლოს იყო. საერთო ჯამში, ამ თვით ძალიან კმაყოფილი ვარ. “მანჩესტერ იუნაიტედთან” მატჩის შემდეგ ჩვენ ბევრად გავუმჯობესდით და იმედი მაქვს, რომ ფეხბურთელები სანაკრებო პაუზიდან ჯანმრთელები დაბრუნდებიან”, – თქვა პეპმა.
ინფორმაციისთვის, გვარდიოლას 250 გამარჯვებისთვის 349 მატჩი დასჭირდა. მან ალექს ფერგიუსონის რეკორდი გააუმჯობესა, რომელსაც 250 მოგებული შეხვედრისთვის 404 დაპირისპირების გამართვა მოუწია.
თუ “სანდერლენდთან” დამარცხდებიან – “მანჩესტერ იუნაიტედმა” შესაძლოა, ამორიმი დღესვე დაითხოვოს
ხავის “მანჩესტერ იუნაიტედის” გაწვრთნა სურს – ესპანელი “წითელი ეშმაკების” ჩაბარებაზე თანახმაა
“სიტი” პსჟ-ს კიდევ ერთი ვარსკვლავის გადაბირებას ცდილობს
შერიგება ერთი პირობით – გვარდიოლა და თავისი მეუღლე კვლავ ერთად არიან
გვარდიოლამ მისთვის ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელი და ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირი დაასახელა
კელეჰერი წავიდა, მაგრამ პრემიერ ლიგაში დარჩა – “ლივერპულის” კარს შემდეგ სეზონში მამარდაშვილი და ალისონი დაიცავენ
იმიჯი შეიცვალა – 54 წლის გვარდიოლამ ულვაშები დაიმშვენა
ქოჩორაშვილი არ ათამაშეს – “სპორტინგი” “ნაპოლისთან” დამარცხდა
ჯორდან ჰენდერსონი პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
“როცა ის მოედანზე მყავდა, პატარა ბავშვივით ტკბილად მეძინა” – გვარდიოლამ “სიტის” ყოფილი ფეხბურთელი გამოარჩია
“ეს ერთადერთი რამაა, რისიც მეშინია” – ერლინ ჰოლანის გულახდილი ინტერვიუ
“ტოტენჰემს” ახალი მწვრთნელი ჰყავს – ლონდონელებმა პოსტეკოღლუს შემცვლელი მალევე იპოვნეს
“ნაპოლის” სუდაკოვისთვის ბრძოლაში კონკურენტი გამოუჩნდა – გადაწყვეტილება ფეხბურთელმა უნდა მიიღოს
კლუბები შეთანხმდნენ – “იუნაიტედი” “ბრენტფორდის” შემტევს 70 მილიონ ევროდ იმატებს
უპატივცემულობა – დონარუმას განცხადება, საუბარი გვარდიოლასთან და ლუის ენრიკეს კომენტარი
ხოსეპ გვარდიოლამ “სიტიში” თავის მომავალზე ისაუბრა
“ვილიარეალი” 30 მილიონს იხდის, მაგრამ ბოლოს შესაძლოა, პრემიერლიგაში აღმოჩნდეს” – რას წერს ცნობილი ფრანგული გამოცემა მიქაუტაძეზე
“მინდა გვარდიოლამ ესპანეთის ნაკრები ჩაიბაროს” – დავიდ სილვა
“ახლა მუშაობა ყველაზე მეტად მინდა” – გვარდიოლამ “სიტიდან” წასვლა გამორიცხა
