რუსეთის დუმის დეპუტატმა კონსტანტინ ზატულინმა საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით რუსულ პროპაგანდისტულ მედიასთან კომენტარი გააკეთა.
ის ირწმუნება, რომ არჩევნების ფონზე საქართველოში მიმდინარე პროტესტი “საზოგადოების დესტაბილიზაციის მცდელობაა”.
რუსეთის დუმის დეპუტატი ამტკიცებს, რომ საქართველოში ერთმანეთთან დაპირისპირებული არიან “რეალისტები” და ისინი, ვინც ევროკავშირის “პატრონაჟის ქვეშ უგუნურად მოქმედებენ”.
“უკვე პირველი წელი არაა, რაც საქართველოში ერთმანეთს უპირისპირდებიან სამოქალაქო ძალები, მოქმედი ხელისუფლების მხარდამჭერები და პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც დაკავშირებული არიან მიხეილ სააკაშვილთან, რომლებიც გამოდიან ევროკავშირის ლოზუნგებით.
არანაირი ეჭვი არ არსებობს, რომ არჩევნები საქართველოში – მორიგი დაპირისპირებაა მათ შორის, ვინც რეალისტურად უყურებს საქართველოს სიტუაციას და ვინც აბსოლუტურად უგუნურად მოქმედებს ევროკავშირის პატრონაჟის ქვეშ და ესწრაფვის საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის ფრონტში ჩართვას”, – ამტკიცებს ის.
