მსოფლიოში ყველაზე დამანგრეველი ხანძრების თითქმის ნახევარი ბოლო ათწლეულის განმავლობაში მოხდა – კვლევა

ახალი კვლევის თანახმად, ტყის ხანძრები სულ უფრო დამანგრეველი და ძვირადღირებული ხდება. კლიმატის ცვლილება ბუნებრივ გარემოს ხანძრებისადმი უფრო მიდრეკილს ხდის. ჟურნალ „Science“-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევა აჩვენებს, თუ როგორ გახდა ხანძრები უფრო ხშირი და კატასტროფული ბოლო 44 წლის განმავლობაში.
ხანძარი ბუნებრივი პროცესია, რომელიც მნიშვნელოვანია ეკოსისტემების ჯანმრთელობისთვის. თუმცა, კლიმატის ცვლილებამ, მიწის არასათანადო მართვამ და აალებადი ლანდშაფტების გაფართოებამ ხანძრის რისკები გაამწვავა. ეს ხანძრები სულ უფრო სასიკვდილო და ძვირი ხდება.
ამ ზაფხულს ევროპის კონტინენტზე ხანძრის შედეგად განადგურების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. ყველა ქვეყანა თანაბრად არ დაზარალდა: ესპანეთმა და პორტუგალიამ ყველაზე მეტი ზიანი განიცადეს, კლიმატის ცვლილებამ კი „უპრეცედენტო ინტენსივობის“ ტყის ხანძრები გამოიწვია.
ახალმა კვლევამ გააანალიზა 1980 წლიდან 2023 წლამდე პერიოდის გლობალური კატასტროფების მონაცემთა ბაზები. მათ გამოავლინეს ხანძრების შედეგად გამოწვეული ძირითადი კატასტროფები – ისეთები, რომლებმაც 10 ან მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა ან ეროვნულ მშპ-სთან შედარებით ხანძრებთან დაკავშირებული 200 უდიდესი ეკონომიკური ზარალი იყო. მკვლევრებმა დააკვირდნენ განაწილებას, ტენდენციებსა და პირობებს.
მათმა ანალიზმა აჩვენა, რომ მთელ მსოფლიოში ხანძრები სულ უფრო ხშირი და ძვირადღირებული ხდება.