რატომ აიღო მთავრობამ სხდომის ოქმების გამოქვეყნების ვალდებულება

საქართველოს მთავრობა სხდომის ოქმების საჯაროდ გამოქვეყნებას დაიწყებს – ამის შესახებ ღია მმართველობის ეროვნული გეგმიდან ხდება ცნობილი. ინფორმაციას bm.ge ავრცელებს.
დოკუმენტის თანახმად, მთავრობის სხდომების შესახებ ინფორმაცია, რომელიც ამჟამად არ საჯაროვდება, მომავალში ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდება.
ღია მმართველობის ეროვნულ სტრატეგიაში არაა ნათქვამი მოიცავს თუ არა ეს მთავრობის განკარგულებების გასაჯაროებასაც, რასაც მთავრობა 2020 წლიდან არ აქვეყნებს.
ამჟამად მთავრობის სხდომის ოქმები არ არის საჯაროდ ხელმისაწვდომი, შედეგად, საზოგადოება ნაკლებად არის ინფორმირებული სხდომებზე მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ. შესაბამისად, მთავრობის გამჭვირვალობის გაზრდის, ასევე, საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებისა და მოქალაქეთა ინფორმირებულობის გაძლიერების მიზნით, უზრუნველყოფილი იქნება მთავრობის სხდომების გამართვამდე სხდომის დღის წესრიგის, ხოლო სხდომების გამართვის შემდგომ – სხდომის ოქმების პროაქტიული გამოქვეყნება მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე,”- წერია ღია მმართველობის ეროვნულ სამოქმედო გეგმაში.
ღია მმართველობის ეროვნული გეგმა 2024-2025 წლებში უნდა განხორციელდეს. გეგმის თანახმად, უშუალოდ მთავრობის სხდომის ოქმების გამოქვეყნება 2024 წლის მეოთხე კვარტალში უნდა დაიწყოს.
“ღია მმართველობის პარტნიორობა” არის გლობალური ქსელი, რომლის მიზანიც მსოფლიოს ქვეყნებში ინფორმაციის საჯაროობისა და ღია მმართველობის ხელშეწყობაა. ორგანიზაციამ 2023 წლის თებერვალში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას მიმართა წერილით, რადგანაც საქართველომ არ დაიცვა OGP-ის პროცესი სამოქმედო გეგმის ორი ციკლის პერიოდში და არ წარადგინა 2021-2023 და 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმები. აღნიშნულ წერილში OGP-ის აღმასრულებელი დირექტორი სანჯეი პრადანი აცხადებდა, რომ საქართველომ 2022 წელს დაარღვია ვადები, რაც საქართველოს OGP-ში მონაწილეობის საკითხს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლალი მოროშკინა: რაო? პირადად ბიძინა ივანიშვილს და “ოცენებას” ჰააგაში გასამართლებით ემუქრებით? მეტის ღირსი ვართ, რომ 2012წელს უკანალში შერჭობილი თავები ამოგაყოფინეთ!!! ასე იცის ზედმეტმა დემოკრატიამ!!!

საბა ბუაძე – „ქართული ოცნება“ ეუთოს მისიას ყელმოღერებით პრეტენზიებს რომ უცხადებს, თავად რა გააკეთეს ფაქტების გამოკვლევისთვის და დამნაშავეების დასჯისთვის? – გამოიძიეს ვინ იყვნენ პირუტყვები, რომლებმაც ახალგაზრდებს სისხლიანი დღეები მოუწყვეს?