უკრაინამ ბელგოროდის ენერგოინფრასტრუქტურაზე იერიში მიიტანა

5 ოქტომბერს ბელგოროდის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა, რომ უკრაინის იერიშმა ენერგონფრასტრუქტურა დააზიანა, რის გამოც შვიდი მუნიციპალიტეტის მასშტაბით 40 000-მდე მაცხოვრებელს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.
გლადკოვის თქმით, ზარალი “საკმაოდ სერიოზულია”. 6 ოქტომბრის დილისთვის ელექტროენერგია მხოლოდ 5 400 მაცხოვრებელს არ მიეწოდებოდა.
უკრაინის საპასუხო შეტევას წინ უძღოდა ს მხრიდან უკრაინულ ელექტროსადგურებზე სისტემატური თავდასხმა.
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელესნკიმ განაცხადა, რომ მოსკოვის მხრიდან უკრაინის ელექტროსადგურებზე განმეორებადი თავდასხმის შემთხვევაში შესაბამის ნაბიჯებს გადადგამდა.
ცნობისთვის, 3 ოქტომბერს რუსეთმა დრონებითა და რაკეტებით უკრაინის ელექტროსისტემას შეუტია. ზელენსკიმ თქვა, რომ მოსკოვი ზამთრის დაწყებამდე უკრაინელებისთვის მდგომარეობის გაუარესებას ცდილობს.
რუსული დრონებისა და რაკეტების სამიზნე აღმოსავლეთ ხარკოვი და ცენტრალური , პოლტავის რეგიონი, იყო, სადაც ქვეყნის ძირითადი გაზის საწარმო ობიექტები მდებარეობს.
მანამდე, 1-ელ ოქტომბერს ჩრდილოეთ კიევსა და ჩერნიგოვის ოლქზე დრონების თავდასხმის შედეგად ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს დენის მიწოდება სამი საათით შეუწყდა, მათ შორის, 2016 წელს დაყენებულ კონტეინერსაც, რომელიც რადიაციის გაჟონვის პრევენციას უზრუნველყოფს.