“ჰუსიტების” სამიზნეებზე დარტყმის შედეგად, ნავთობის ფასი 2%-ზე მეტით გაიზარდა

ნავთობის ფასი 2%-ზე მეტით გაიზარდა მას შემდეგ, რაც -ის ხელმძღვანელობით მოკავშირეებმა “ჰუსიტების” სამიზნეებს დაარტყა. ამერიკისა და დიდი ბრიტანეთის ძალებმა იემენში “ჰუსიტების” 60-ზე მეტ ობიექტს დაარტყეს. “ჰუსიტები” აცხადებენ, რომ მათი 5 წევრი დაიღუპა და 6 დაიჭრა.
“ბრენტის” ტიპის ნავთობის ფასმა დაახლობეით 2.5%-ით მოიმატა და 80-დოლარიან ნიშნულს მიაღწია იმ შიშის ფონზე, რომ კონფლიქტი შეიძლება უფრო რეგიონულ დაპირისპირებაში გადაიზარდოს.
დარტყმები მას შემდეგ მოხდა, რაც ირანმა ხუთშაბათს ტანკერი დააკავა, ომანის სანაპიროებთან, რომელიც თურქეთისკენ მიემართებოდა. ამან სიტუაცია კიდევ უფრო გაამწვავა.
ომანის ყურე, სადაც ტანკერი დააკავეს, ძალიან ახლოს არის ჰორმუზის სრუტესთან. რომელიც ნავთობის მომარაგებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაზიდვის მარშრუტია.
BBC წერს, რომ ყოველდღიურად 20 მილიონ ბარელზე მეტი ნავთობი მოძრაობს ამ ვიწრო გასასვლელში, რაც გლობალური მოხმარების დაახლოებით მეხუთედს უტოლდება. ირანის მიერ მხარდაჭერილი “ჰუსიტების” თავდასხმებმა წითელ ზღვაში გემებზე, შეაფერხა ვაჭრობა და საწვავის მიწოდება ბოლო კვირებში.
წყარო – მთავარი არხი

ასევე დაგაინტერესებთ

ლალი მოროშკინა: რაო? პირადად ბიძინა ივანიშვილს და “ოცენებას” ჰააგაში გასამართლებით ემუქრებით? მეტის ღირსი ვართ, რომ 2012წელს უკანალში შერჭობილი თავები ამოგაყოფინეთ!!! ასე იცის ზედმეტმა დემოკრატიამ!!!

საბა ბუაძე – „ქართული ოცნება“ ეუთოს მისიას ყელმოღერებით პრეტენზიებს რომ უცხადებს, თავად რა გააკეთეს ფაქტების გამოკვლევისთვის და დამნაშავეების დასჯისთვის? – გამოიძიეს ვინ იყვნენ პირუტყვები, რომლებმაც ახალგაზრდებს სისხლიანი დღეები მოუწყვეს?