გია ხუხაშვილი: განვითარებული მოვლენები იყო სუს-ის დაგეგმილი და თავიდან ბოლომდე კონტროლირებადი მასშტაბური სპეც-ოპერაციის დასკვნითი ნაწილი, თავისი ფსევდო-სპონსორებით, ჩანერგილი პროვოკატორებით და სასარგებლო ბრიყვებით

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი:
მიუხედავად “თვალების დაბრმავების” სურვილის და “ახლა ამის დრო არ არის” განწყობების აგრესიულად დანერგვისა, უნდა ითქვას ის, რასაც ბევრი ფიქრობს და რაზეც ვაფრთხილებდით საზოგადოებას:
განვითარებული მოვლენები იყო სუს-ის დაგეგმილი და თავიდან ბოლომდე კონტროლირებადი მასშტაბური სპეც-ოპერაციის დასკვნითი ნაწილი, თავისი ფსევდო-სპონსორებით, ჩანერგილი პროვოკატორებით და სასარგებლო ბრიყვებით.
გულანთებული, პატრიოტულად განწყობილი საზოგადოება ბინძური მანიპულაციის მეშვეობით გამოყენებულ იქნა “საზარბაზნე ხორცად”.
ილუზიებში და ყალბ მოლოდინებში გაჯიუტებულებმა ჩათვალეთ, რომ ეს რეალობა კი არა, უბრალოდ ფრაგმენტია ჩემი ახალი წიგნიდან, რომელიც მთლიანად ფანტაზიის ნაყოფია და რომელიც აუცილებლად დაიწერება.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ ძაბირაძე – არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას

სალომე ზურაბიშვილი – გუშინდელ მოვლენებს ერთი რამ აერთიანებს: სამიზნე იუმორია – ანუ ის, რამაც საბჭოთა რეჟიმის დროს საზოგადოებას უმძიმესი დღეები გადაატანინა და რაც ჩვენი ხასიათის ნაწილია, უნდა ამოიძირკვოს – რუსის ოცნება!