“უმჯობესი იქნება, თუ “ნაპოლი” ორივეს გაყიდის” – იტალიელმა ჟურნალისტმა “კვარასა” და ოსიმენზე ისაუბრა

იტალიელმა ჟურნალისტმა ფრანჩესკო მაროლდამ Televomero-ს ეთერში “ნაპოლის” შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, “პარტენოპეიმ” ვიქტორ ოსიმენი და უნდა გაყიდოს.
“ეს “ნაპოლის” ისტორიაში ყველაზე ცუდი პერიოდია. “კვარას” და ოსიმენის შემთხვევაში ეს მხოლოდ დე ლაურენტისის ბრალია, მას ზაფხულში ორივე უნდა გაეყიდა. ახლა კი ვხედავთ, რომ გუნდის ორ ლიდერს შორის ადგილი გაუგებრობას აქვს. რაც ვიქტორმა დაწერა, მიუღებელია. ის ჯერ კლუბს უნდა დაკავშირებოდა და განცხადება შემდეგ გაეკეთებინა. ყველაზე მიუღებელი კი კლუბის სიჩუმეა”, – განაცხადა მაროლდამ.
შეგახსენებთ, “ნაპოლი” სერია A-ს მორიგ მატჩს 13 იანვარს, “სალერნიტანას”
წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.