[VIDEO] გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი და საგოლე პასი – გარდასახული “ჰამბურგი” წინ მიიწევს

ბუნდესლიგის მეექვსე ტურში „ჰამბურგმა“ საკუთარ მოედანზე „მაინცი“ 4:0 დაამარცხა, გიორგი გოჩოლეიშვილმა კი საგოლე პასი გააკეთა.
მასპინძლები დებიუტში მას შემდეგ დაწინაურდნენ, რაც გოჩოლეიშვილის დარტყმული ბურთი მეკარე რაისისგან ძელს მოხვდა და დამატებაზე ლოკონგამ ყველას დაასწრო. მალე სტუმართა კარი ფილიპმა დალაშქრა. მეორე ტაიმში HSV-მ კიდევ ორი გოლი გაიტანა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა
.
გიორგის ეუხეშებოდნენ, ტრავმას გადაურჩა და 82-ე წუთზე შეცვალეს. მისი თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: whoscored 7.6, flashscore 7.5, sofascore 7.0.
„ჰამბურგი“ ცუდი სტარტის შემდეგ ზედიზედ სამ მატჩში დაუმარცხებელია, სატურნირო ცხრილში ერთბაშად 7 პოზიციით წაიწია წინ, 8 ქულით ამ მომენტისთვის მერვე ადგილზეა და 18 ოქტომბერს გასვლაზე „ლაიფციგს“ დაუპირისპირდება.
ჰამბურგი – მაინცი 4:0
გოლები: 1:0 ლოკონგა (7), 2:0 ფილიპი (10), 3:0 დომპე (52), 4:0 ფილიპი (61)
გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი – “ჰამბურგი” “უნიონს” ფრედ ეთამაშა
“არსენალის” ორი ფეხბურთელი გოჩოლეიშვილის თანაგუნდელი გახდება
გოჩოლეიშვილი გააძევეს და “ბაიერნთან” ვერ ითამაშებს – “ჰამბურგი” “სანტ-პაულისთან” დამარცხდა
ბუნდესლიგის სტადიონთან მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბი აღმოაჩინეს
გოჩოლეიშვილის ჩინებული დაბრუნება – “ჰამბურგმა” “ჰაიდენჰაიმს” სძლია
დრამა ბუნდესლიგაში – “დორტმუნდმა” ჩემპიონის ტიტული ხელიდან გაუშვა
გოჩოლეიშვილმა შესვენებამდე ითამაშა – “ჰამბურგი” 1/16-ფინალში გავიდა
“ბაიერნმა” გაიმარჯვა, ლევანდოვსკიმ ზედიზედ მე-5 სეზონში 40+ გოლი გაიტანა [VIDEO]
ზივზივაძის “ჰაიდენჰაიმმა” ბუნდესლიგაში ზედიზედ მეხუთე მატჩი წააგო
“ბაიერნის” მოულოდნელი მარცხი და შანსი “დორტმუნდს”
ყველა მოატყუა, მათ შორის ექიმებიც – ჯაკას გასროლა, რომელიც არ უნდა გამოგრჩეთ [VIDEO]
გოჩოლეიშვილის დებიუტი ბუნდესლიგაში – “ჰამბურგი” “გლადბახს” ფრედ ეთამაშა