Instagram-მა კადიროვის შვილების ანგარიშები დაბლოკა

Instagram-მა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერის, რამზან კადიროვის შვილების ანგარიშები დაბლოკა. ადამ, ახმათ, ხამზათ და ელი კადიროვების ანგარიშები დაბლოკილია. ინფორმაციას X-ზე (ყოფილი Twitter) გამოცემა NEXTA ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ Instagram-ს თავად რამზან კადიროვის ანგარიშებიც დაბლოკილი აქვს. აღსანიშნავია ისიც, რომ Youtube-ზე გროზნოს სახელმწიფო ტელევიზიის სამი გვერდი დაიბლოკა.