პაატა მანჯგალაძე დაკავებამდე – ხალხს ვერ გავუცრუებდი იმედს, ისინი ჩვენგან ელოდებოდნენ, რომ ვიღაც გასძღოლოდა დიდ საქმეში, გავაგრძელოთ ბრძოლა

ხალხს ვერ გავუცრუებდი იმედს. ისინი ჩვენგან ელოდებოდნენ, რომ ვიღაც გასძღოლოდა ამ დიდი საქმეში, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი, დაკავებამდე რამდენიმე წუთით ადრე გადაღებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს.
როგორც მანჯგალაძე აღნიშნავს, ის არის მართალი საქართველოსა და ისტორიის წინაშე.
„აქ ვარ, ველოდები. გაქცევას არ ვაპირებ. ხალხს ვერ გავუცრუებდი იმედს. ისინი ჩვენგან ელოდებოდნენ, რომ ვიღაც გასძღოლოდა ამ დიდ საქმეში. გავაგრძელოთ ბრძოლა. არ ვაპირებ ერთი ნაბიჯითაც უკან დახევას. მე ვარ მართალი საქართველოსა და ისტორიის წინაშე“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ დაკავებამდე რამდენიმე წუთით ადრე, რომლის ვიდეომიმართვასაც პრესსამსახური ავრცელებს.
შეგახსენებთ, -მ მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ლიდერები – პაატა ბურჭულაძე და მურთაზ ზოდელავა, ასევე, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი ნადირაძე, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი პაატა მანჯგალაძე და პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე დააკავა, რომლებიც 4 ოქტომბრის აქციის საორგანიზაციო კომიტეტის წევრები იყვნენ.
შს მინისტრის მოადგილის თქმით, მათ „ბრალად ედებათ საქართველოს კონსტიტუციური წყობის ძალადობრივად შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება, ასევე ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა“. დანაშაულები 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – 5-7 ათასმა ადამიანმა ტაში დაუკრა ქვეყნის გადატრიალებას, შემდეგ განაცხადეს, ჩავიბაროთ სასახლის გასაღებიო, ახლა ტირიან, რატომ არ იყო დანაღმული ტერიტორია და ღობეში დენი გატარებული

გიორგი შარაშიძე – ვინ მისცა „ოცნებას“ ძალადობრივი კანონების მიღების საბაბი?! – ეს კანონპროექტები არის 4 ოქტომბრის სპეცოპერაციის და უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების საქმიანობის შედეგი – შეიძლება ამდენი ე.წ. საჩუქარი გაუკეთო „ოცნებას“?!

შალვა პაპუაშვილი საკანონმდებლო ცვლილებებზე – არავისზე, არანაირი ინსპირაცია არაა, უბრალოდ ეს არის ნაწილი იმ პოლიტიკისა, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ სხვადასხვა სახის დანაშაულთან დაკავშირებით