“დღეს რაც გვჭირდება ერთმანეთია!” – მოქალაქეები დღეს, კვლავ რუსთაველზე იკრიბებიან

დღეს რაც გვჭირდება ერთმანეთია!” – მოქალაქეები უწყვეტი პროტესტის 312-ე დღეს კვლავ რუსთაველის გამზირზე იკრიბებიან.
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეები 19:00 საათზე მივლენ. მოქალაქეებს მხარს ციხიდან გულშემატკივრობენ სინდისის პატიმრები და დაკავებული პოლიტიკოსები, რომელთა რიცხვი, გუშინ, ხუთით გაიზარდა.
უწყვეტი პროტესტის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათ ირაკლი კობახიძის არც აქამდე ეშინოდათ, არც ახლა ეშინიათ და არც მომავალში შეეშინდებათ.
აქტივისტის, ლუკა გოგიას თქმით, რევოლუცია ხალხის გულებში ინახება და არავის არავის მოწოდება არ სჭირდება.
მანვე აღნიშნა, რომ გუშინდელი დღე პოლიტიკური მარცხი იყო, თუმცა რუსთაველის გამზირზე ეროვნული შეკრება ნამდვილად მოხდა, რაც ეროვნული გამარჯვებაა.
მცდელობა ზოგადად პროტესტის აკრძალვის, ოღონდ ეს უკვე უშუალო მიმართვა, ანუ აქამდე მსგავსი არ ყოფილა და ამას ფუთავენ, რომ თითქოს რაღაც გუშინდელი იდეის გაგრძელება არის დღევანდელი პროტესტის. რეალურად მისი იდეა და სიტყვაც რევოლუცია, რასაც ისინი ეს დღეებია დაეძებენ, მე არაერთხელ ვთქვი, რომ ინახება ჩვენ გულებში და არავის არავის მოწოდება არ სჭირდება. თუმცა, მინდა შევახსენო მათ, რომ კი შეიძლება და ასეც იყო, უნდა ვაღიაროთ, რომ გუშინდელი დღე იყო პოლიტიკური მარცხი, მაგრამ ეს იყო ასევე ეროვნული გამარჯვება, რადგან ეროვნული კრება არ იყო, მაგრამ ეროვნული შეკრება ნამდვილად მოხდა, ამდენი ქართველი მე არ მინახავს, ბოლო ისტორიის მანძილზე ერთად შეკრებილი,” – ამბობს ლუკა გოგია.