ოქროს ფასმა ახალი რეკორდი დაამყარა

გლობალურ ბაზრებზე ოქროს ფასმა ახალი რეკორდი დაამყარა. კერძოდ, ბოლო ვაჭრობის შედეგად, ბირჟებზე 1 უნციის ფასმა 3 887 დოლარს მიაღწია.
აღსანიშნავია, რომ მხოლოდ ერთი თვის ჭრილში ფიქსირდება 8.3%-იანი მატება, წლიურად კი ძვირფასი ლითონი 45%-იან გაძვირებას აჩვენებს.
Trading Economics-ის ინფორმაციით, ოქროს გაძვირებას ხელი შეუწყო -ის ფედერალური რეზერვის მიერ რეფინანსირების განაკვეთის შემცირების შესახებ გადაწყვეტილებამ და მოლოდინმა, რომ წლის ბოლომდე განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით კიდევ შემცირდება.
ამასთანავე, ძვირფასი ლითონის გაძვირებისთვის კიდევ ერთი ხელშემწყობი ფაქტორია გეოპოლიტიკური დაძაბულობაა, რის ფონზეც ინვესტორები დასაბანდებლად ოქროს სახით უსაფრთხო გზებს ეძებენ.
bpn.ge