მიხეილ ყაველაშვილი პაატა ბურჭულაძეზე – ძალიან მიკვირს ეს ხელოვანი კაცი ვინ „დაავერბოვკა“, რა შეგნებით მოქმედებდა, სასწაული უნდა მოეხდინათ, ხელისუფლება დაემხოთ, რისი სჯეროდათ?! – დღეს უფრო მეტად იქნება სიმკაცრე, დაელოდონ

ვინ მისცემს იმის საშუალებას აქ, ახალ გამოჩეკილ, არ ვიცი, ძალიან მიკვირს ეს ხელოვანი კაცი ვინ „დაავერბოვკა“, რა შეგნებით მოქმედებდა, სასწაული უნდა მოეხდინათ, ხელისუფლება დაემხოთ. რისი სჯეროდათ?! – ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებთან გუშინ განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.
მიხეილ ყაველაშვილმა, საქართველოს მესამე პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველამ კარგად იცის ს „ვაჟკაცობა“, „თვითმფრინავის ხმაზე რა დაემართა, როგორ „გარბოდა და ფოფხავდა მიწაზე“.
„ვინ მისცემს იმის საშუალებას აქ, ახალ გამოჩეკილ, არ ვიცი, ძალიან მიკვირს ეს ხელოვანი კაცი ვინ „დაავერბოვკა“, რა შეგნებით მოქმედებდა, ან გუშინ საზოგადოება რომ გამოჰყვა და მოლოდინის რეჟიმში იყო, სასწაული უნდა მოეხდინათ, ხელისუფლება დაემხოთ. რისი სჯეროდათ? როგორ სჯეროდათ? როგორ შეიძლება ასეთ ადამიანს ენდო, ბრძოლაში აჰყვე და სრულყოფილ მოქალაქეობაზე გქონდეს პრეტენზია. ეს ხომ სიგიჟეა. გუშინ ეს სიგიჟე იყო. რადგან გარედან მართულები არიან, უარს ვერ ამბობენ, როგორც „ვივამედში“ მყოფი არაჟნებით კონტეინერით შემოვარდა და არ დამალა, მანამდე რომ გვეგონა და ვხუმრობდით ზღვით აპირებდა შემოსვლასო, მართლა აპირებდა შემოსვლას, გაშიფრულია ეს სქემა.
ყველამ კარგად ვიცით, მიხეილ სააკაშვილის „ვაჟკაცობა“. თვითმფრინავის ხმაზე რა დაემართა, როგორ გარბოდა და ფოფხავდა მიწაზე. როცა დავალების ქვეშაა და აგენტადაა, გავალებენ, რომ ეს ნაბიჯი უნდა გადაგა, რა თქმა უნდა, დამოკიდებულები არიან, უარს ვერ იძახიან“,- აღნიშნა ყაველაშვილმა.
როგორც ყაველაშვილმა აღნიშნა, არავის მიეცემა საშუალება საქართველოში არეულობა მოხდეს და ძალადობრივად მოხდეს ხელისუფლების ცვლილება.
„მშვიდობიანი დამხობა“ – ტერმინოლოგია და პროცესები სწორედ მათი ტექნოლოგიური თვალსაზრისით არის შემოტანილი, რათა მოხდეს საზოგადოების მოტყუება. როგორ მიდის საუბარი? ძირითადი აქცენტია: „საქართველო ისევ მიჰყავთ ს გუბერნიაში“.
წარმოიდგინეთ, ჩვენც ვიყავით ახალგაზრდები, „ეროვნული მოძრაობიდან“ მოვდივართ, ჩვენ ის თაობა ვართ, რომელმაც პირველად იგრძნო დამოუკიდებლობის აღდგენა. ის პროცესები, რომელიც ჩვენს ჩრდილოეთ მეზობელს ეხება, სათუთია და მტკივნეული მოქალაქისთვის. ხელისუფლების წინააღმდეგ მებრძოლი რომ წახვიდე, რა უნდა დაარქვა ამ ხელისუფლებას? უნდა ეზიზღებოდეს.
გარდაცვლილი პოლიციელები, გმირები პირველი ეტაკებიან მტერს, ეს ადამიანები კი არქმევენ ომონს, რუსულ სპეცრაზმს, შეურაცხყოფას აყენებენ. ტექნოლოგიაა, ახალგაზრდა გოგოები, 16-18 წლის მომზადებული გოგოები გამოიყვანონ წყობიდან, ეს ძალადობა აღნიშნონ და [თქვან] ნახე, როგორი მოძალადეა, ომონი, რუსის ჯარია, შეაზიზღონ.
თუ ზიზღი არ გაჩნდა, მაშინ ძალადობასაც ვერ განახორციელებს ის ახალგაზრდა. უნდა ეზიზღებოდეს ხელისუფლება. არავის მივცემთ საშუალებას, საქართველოში არეულობა მოხდეს, ძალადობრივად მოხდეს ხელისუფლების ცვლილება. არავის მიცემა ამის საშუალება! დღეს უფრო მეტად იქნება სიმკაცრე, დაელოდონ, კიდევ იქნება ალბათ. ეს აუცილებელი მოთხოვნაა. მიუხედავად იმისა, რომ მიმტევებელი ადამიანები ვართ საქართველოში, თან ცოტა ვართ. რამდენი მოთხოვნა იყო, ყველა გამოსვლაში მოვუწოდებ ახალგაზრდებს, რომ დაფიქრდნენ, გონს მოეგონ. მოტყუებულები არიან, გუშინ კიდევ მოტყუვდნენ. სახელმწიფო ვერავის მისცემს საშუალებას, რომ მოხვიდე, დაანგრიო ყველაფერი და შემდეგ თქვა, მე არ ვიყავი, სხვა იყო და დამიმტკიცე, სინდისის პატიმრები გახადეს, ასეთივე ქმედებებიდან. როდესაც რეაგირება ხდება, დაირაზმებიან საზოგადოების წევრები და იწყება კამპანია: „აი, როგორ ექცევიან ადამიანებს“, „დაიჭირეს“, „ციხეში ჩაყარეს“. ეს ხომ კამპანიაა. ალბათ, ხვალიდან დაიწყება, როცა ძალას ვერ ახორციელებენ, ძალადობრივად, ტექნოლოგიურ თვალსაზრისთ იწყება ამ ადამიანების გმირებად გამოყვანა, ეროვნულ გმირებად, სინდისი პატიმრებად“,- აღნიშნა ყაველაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ რაჭველი: ჩემი ნაწერით ახლა შესაძლოა გარკვეულ პრობლემას მეც ვუქმნიდე კოლექტივს, რომელსაც საკუთარ სამშობლოში ვხელმძღვანელობ და რომლის ერთ დროს გადარჩენასა და გაძლიერებაში გია ყანჩელთან და ლექსო თორაძესთან ერთად მასაც აქვს უდიდესი დამსახურება!

ადვოკატი – ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები კატეგორიულად უარყოფენ ბრალს, რაც გულისხმობს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტის ბლოკადის მცდელობასა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას – მათ აქვთ სურვილი გამოძიებასთან ითანამშრომლონ

4 ოქტომბერის აქციაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულის ადვოკატი – ვახტანგ ფიცხელაური სასამართლოს მიაწოდებს ინფორმაციას მის მიმართ განხორციელებულ ძალადობასთან, სიტყვიერ შეურაცხყოფასა და მუქარასთან დაკავშირებით