საქართველოს განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი – პროექტების წარმოსადგენად ჩვენი კარი ღიაა ყველა დაინტერესებული ჯგუფისთვის, ვინც გაცხადებულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს

განვითარების ფონდის კარი ღიაა ყველა დაინტერესებული ჯგუფისთვის, პროექტების წარმოსადგენად, ვინც აკმაყოფილებს ჩვენ მიერ გაცხადებულ კრიტერიუმებს,- ამის შესახებ საქართველოს განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ბესიკ ბუგიანიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, განვითარების ფონდის საინვესტიციო ბიუჯეტი 2 ნაწილად იყოფა, რომლის ყველაზე დიდი წილი მაღალტექნოლოგიურ და ეკომეგობრულ წარმოებაზე მოდის.
„ჩვენთვის მთავარია, რომ პროექტები იყოს ხარისხიანი, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს, პარტნიორებთან დავიწყოთ პროდუქტიული და აქტიური თანამშრომლობა.
რაც შეეხება სექტორებს, ჩვენი პრიორიტეტები არის განაწილებული შემდეგნაირად, გვაქვს გაყოფილი საინვესტიციო ბიუჯეტი 2 ნაწილად – 10% მოდის ინოვაციებსა და სტარტაპებზე, დანარჩენი 90% არის გადანაწილებული მაღალტექნოლოგიურ და ეკომეგობრულ წარმოებაზე. ასევე არის ექსპორტზე ორიენტირებული წარმოების ხელშეწყობა, იქვე არის იმპორტდამოკიდებულების შემცირება და ასევე, გვაქვს ინტერესი, რომ მაღალტექნოლოგიური, ლოჯისტიკური მიმართულებით თუკი იქნება რამე პროექტი, ჩვენი თავი იქაც დავინახოთ და ხელი შევუწყოთ ამ სისტემის განვითარებას.
კონკურსის ტიპი ფონდში არ არის, ფონდის კარი ღიაა ყველა დაინტერესებული ჯგუფისთვის, ვინც აკმაყოფილებს ჩვენ მიერ გაცხადებულ კრიტერიუმებს. პროექტების მიღება შეგვიძლია ფიზიკურადაც, ელექტრონულადაც. როგორც კი პროექტი შემოდის, მის განხილვას იწყებს ფონდის საინვესტიციო დეპარტამენტი და საკმაოდ ინტერაქტიულები და კომუნიკაბელურები ვართ, ამიტომ არავის ექნება პრობლემა ჩვენთან ურთიერთობის. მთავარია ვაკმაყოფილებთ იმ პრიორიტეტებს, რომელიც ჩვენ მიერ არის საჯაროდ გაცხადებული“,- განაცხადა ბუგიანიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში დასკვნა უმძიმესია, დეტალიზებულია საქართველოს ავტოკრატია, დიქტატურად გადაქცევის „ქოცური“ მცდელობები – ეს არის „ქართული ოცნების“ საერთაშორისო რეპუტაციის საბოლოო ვერდიქტი

ალექსანდრე მაისურაძე – საქართველოს მთავრობა გამოხატავს ღრმა შეშფოთებას „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშთან დაკავშირებით – შეიცავს სერიოზულ ფაქტობრივ უზუსტობებს, შერჩევით ინტერპრეტაციებს, პოლიტიკურად მიკერძოებულ დასკვნებს, რაც ეჭვქვეშ აყენებს მის სანდოობას

დავით ზურაბიშვილი: თქვე კაი დედმამიშვილებო: ყველაზე დიდხანს ვინც გყავდათ პრემიერი, კორუმპირებული აღმოჩნდა, ახლა ციხეში გყავთ; მანამდე ვინც იყო, ხაზარაძესთან ერთად შეთქმულება დაბრალდა და მონასტერშია შეფარებული რომ არ დაიჭირონ…