მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში ტაქსი ყველაზე ძვირია, – ამის შესახებ ირკვევა Numbeo-ს განახლებული მონაცემებიდან, რომელიც ჯამში 127 ქვეყანაში 1 კმ-ზე ტაქსის საშუალო ფასებს ადარებს.
უფრო კონკრეტულად, Numbeo-ს მონაცემების მიხედვით, 1 კმ-ზე ტაქსის საშუალო ფასი საქართველოში 73 ცენტია. ამ მონაცემებით ქვეყანა 127 ქვეყანას შორის 93-ე ადგილზე.
მეზობელი ქვეყნებიდან, საქართველოს ტაქსის სიძვირით მოსდევს თურქეთი, სადაც საშუალო ფასი 1 კმ-ზე 72 ცენტია. რეიტინგში თურქეთი 96-ე ადგილზეა.
მონაცემების მიხედვით, აზერბაიჯანში 1 კმ-ზე ტაქსის ფასი 59 ცენტია, რითაც ქვეყანა 102-ე ადგილზეა, მას კი მოსდევს რუსეთი 42 ცენტით და 109-ე ადგილით.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მეზობელ ქვეყნებს შორის, 1 კმ-ზე ტაქსი ყველაზე იაფი სომხეთშია. Numbeo-ს მონაცემებში სომხეთი 111-ე ადგილზეა. უფრო დეტალურად, 1 კმ-ზე ტაქსის საშუალო ტარიფი სომხეთში 37 ცენტრია.
bpn.ge
